როგორც მოგეხსენებათ, 31 მაისს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა გაიმართა, სადაც მიწვეული იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი.

მისთვის განკუთვნილი ადგილი კი ცარიელი იყო…

ასე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის ადგილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე. სიმბოლური ჟესტით ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს მთავრობას უთხრეს, რომ მესამე პრეზიდენტის ადგილი არა ციხეში, არამედ მათთანაა.

ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან,“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აღუწერელია.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის ომის ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენცია, სრულად იქნება დაცული. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას რუსეთის მიერ იძულებით გადაყვანილი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერად და მყარად დგას, რაც მალე რუსეთის უკან დახევის მასშტაბებს გაზრდის.

“რუსულმა ჯარებმა, კვლავ დაბომბეს ხარკოვი. ჩვენი სუმის რეგიონის ტერიტორიაზე ასევე გაისროლეს უკრაინისა და რუსეთის საზღვართან. ბრძოლა ხერსონის რეგიონისთვის გრძელდება. ლუგანსკში ევაკუაციას შეუშალეს ხელი და მანქანა ჩაცხრილეს, რომელშიც ადგილობრივები ისხდნენ. მოკლეს ფრანგი ჟურნალისტი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, საიდანაც რუსეთს კვლავ მოუწევს იარაღის განზე გადადება. ყველა მკვდრის დათვლა და დიპლომატიაზე გადასვლა აუცილებლად მოუწევს”, – ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.

ეს ყველაფერი რთულად სავარაუდო იყო რუსებისთვის, რადგან მათ ამხელა წინააღმდეგობრივი ძალას არ სწამდათ და ეგონათ რამოდენიმე დღეში კიევს აიღებდნენ, თუმცა მათი პოზიციები დღითი-დღე სუსტდება.

მიმომხილველმა – გიორგი კობერიძემ უკრაინაში მიმდინარე ვითარება გააცნო პუბლიკას.

მცირედი წინამძღვრობა დღევანდელი დღის შეჯამებისას უკრაინაში:

როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა პოლონეთს დიდი გამოწვევა ედგა წინ. ვარშავას 1939 წლამდე – საბჭოთა და გერმანულ ოკუპაციამდე – არსებული სახელმწიფო ტერიტორიის 50% დაკარგული ჰქონდა. იყო დრო და ჟეჩ პოსპოლიტა (პოლონეთ-ლიეტუვას გაერთიანება) ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო იყო. ყველა აღმოსავლური თუ დასავლური სახელმწიფო ფრთხილი ყურადღებით აკვირდებოდა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პოლონეთის ახლადფორმირებული მთავრობა და დააყენებდა თუ არა დღის წესრიგში სახელმწიფო საზღვრების ცვლილების მოთხოვნას. საუბარი იყო იმაზე რომ შესაძლოა კონფლიქტი უკრაინაში ლვივისათვის (პოლონურად ლვუვი), ბელორუსში გროდნოს, პინსკის, ბარანოვიჩისა და ბრესტისათვის, ხოლო ლიეტუვაში უშუალოდ დედაქალაქ ვილნიუსისათვის (პოლონურად ვილნო) დაწყებულიყო. მაგრამ პოლონეთმა ისტორიული იმპერიის აღდგენის მცდელობას და უაზრო სისხლისმღვრელ ომს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ამჯობინა. მოსკოვი ბელორუსებში, უკრაინელებსა და ლიეტუველებში პოლონეთის საწინააღმდეგო სენტიმენტებს აღვივებდა და ცდილობდა ვარშავა უნდობელ ძალად წარმოეჩინა. თუმცა პოლონეთი წინდახედული სახელმწიფო იყო და აღმოსავლეთში დიდ სისხლისღვრას სამაგალითო მოკავშირედ ჩამოყალიბება ამჯობინა. ასე არ მოიქცა რუსეთი რომლის გადაწყვეტილებასაც რაიმე ფორმით აღედგინა ახალი იმპერია სისხლში ჩაძირა მისი სამეზობლო და ბალკანეთამდეც კი გადასწვდა.

ისტორიულად პოლონეთის სამეზობლოში არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობისა და კონფლიქტების ტრადიციიდან, პოლონეთმა თანამშრომლობა არჩია, ხოლო რუსეთმა კონფლიქტი. ამიტომაცაა რომ დღეს ევროპის ქვეყნებში უკრაინისათვის პოლონური მხარდაჭერა სამაგალითოა, რუსული აგრესია კი სამაგალითოდ დასაგმობი. დღეს პოლონეთი საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან და რეგიონული ლიდერის პოზიციიდან მოქმედებს და ეხმარება უკრაინას, რომელიც ვარშავის ისტორიულ მეტოქეს, რუსეთსა და მის აგრესიას აკავებს.

30 მაისის შეჯამება უკრაინაში:

  • ქალაქი სევეროდონეცკისათვის ბრძოლა კრიტიკულ ფაზაში შევიდა. რუსებმა აღმოსავლეთით, ტყისპირა გარეუბნის ნაწილი დაიკავეს. ჰოსპიტლების უბნის დიდი წილი კვლავ უკრაინელთა ხელშია, მაგრამ მასთან მიახლოება რუსებმა შეძლეს. მუშაობს რუსული პროპაგანდაც თითქოს ქალაქის დაკავებულ ტერიტორიაზე უკრაინელები ტაშით ხვდებიან რუსულ დანაყოფებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – ქალაქის დიდი ნაწილი ევაკუირებულია, ხოლო ვინც დარჩა მათ წასასვლელი არსად აქვთ. ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტის მომზადებისას რუსებმა თავიანთი პროპაგანდისტები დაბომბეს. ამ ეტაპზე ქალაქის 90% კვლავ უკრაინელთა ხელშია.
  • ყველაზე რთული სიტუაციაა ბახმუტი-ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მაგისტრალზე. რუსები არამხოლოდ სამხედრო ლოჯისტიკურ მომარაგებას ბომბავენ, არამედ ევაკუირებულ მშვიდობიან მოსახლეობასაც. რუსები ინტენსიურად უტევენ ბერესტოვესაც, რომელზეც გადის აღნიშნული მაგისტრალი. სიტუაცია რთულია, მაგრამ ამჯერად კონტროლირებადი.
  • იზიუმის სამხრეთით რუსების მცდელობა გდაეჭრათ უკრაინული თავდაცვის ზღუდე და მიახლოებოდნენ სლავიანსკს წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელებმა ავიარეიდი განახორციელეს და გააჩერეს შეტევა.
  • მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ უკრაინელებს ხერსონის რაიონში. ისინი მთელი დღის განმავლობაში მდინარე ინჰულენიც დასავლეთ სანაპიროზე რუსების მიერ დარჩენილ ოკუპირებულ სოფლებს ათავისუფლებენ. დღის განმავლობაში შეტაკება მიმდინარეობდა სნიჰურივკაზე, რომელსაც ხერსონი-კრივიი რიჰის (კრივოი როგი) მიმავალი გზა კვეთს. უკრაინელებმა გაათავისუფლეს მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული მცირე დასახლება დავიდოვ ბროდიც.

როდესაც გუშინ რუსებმა ხერსონის რაიონში დიდი რაოდენობით თავდაცვით ძალებს მოუყარეს თავი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა მნიშვნელოვნად შეფერხდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეტიც, ხერსონი-მიკოლაივის გზაზე რუსული სპეცრაზმის დანაყოფები თავიანთი მძიმე ტექნიკითურთ განადგურდნენ. ვნახოთ როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს.

  • ბრიტანელებმა უკრაინელებს Wolfhound-ის ტიპის ქვეითთა საპატრულო მანქანები გადასცეს, რომლებიც ფრონტისპირა, ყველაზე აქტიურ საბრძოლო ზონებში გამოიყენება. უკრაინაში ჩადის დამატებითი თვითმავალი არტილერიაც, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური “კონტრიბუტორი” ისევ და ისევ რუსეთია, რომლის სამხედრო დაჯგუფებები თითქმის ხელუხლებელ ტექნიკას ტოვებენ და უკან გარბიან, ხოლო უკრაინელები მათ ათვისებას ინტენსიურად ახორციელებენ. ზოგადად კი უკრაინაში ნელა, მაგრამ დიდი რაოდენობით იარაღი ჩადის. ტემპი ომის დროში გაწელვის ალბათობას ზრდის, მაგრამ შედეგი მაინც იგივე იქნება – რუსეთი ვერ გაიმარჯვებს.

ძალიან გავლენიანმა და ცნობილმა ჟურნალისტმა – დიმიტრი გორდონმა, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

“არ ვიცნობ არავის, ვინც უკრაინაში  ცხოვრობს და არ იტანჯება.

ბევრი დაიღუპა, ბევრმა ნათესავები და ახლობლები დაკარგა
ხალხმა საცხოვრებელი აღარ აქვს.
ადამიანები დაიჭრნენ… მთელი ერი იტანჯება.

ჩემთან ჩემი იმედი, რწმენა და სიმართლეა. დარწმუნებული ვარ,რომ გავიმარჯვებთ.
დარწმუნებული ვარ !

ბოროტება სიკეთეზე ვერ გაიმარჯვებს, ეს შეუძლებელია.
შესაძლოა, მოკლე ვადიან პრრსპექტივაში გაიმარჯვოს, მაგრამ გრძელ ვადიან პერსპექტივაში – არასდროს !

სწორედ ამ რწმენამ, იმედმა და სიმართლემ უნდა მისცეს ძალა ყველას, ვინც ახლა გვისმენს.

დღეს ყველას გვიჭირს, ყველა ცუდად ვართ, მაგრამ ჩვენს ქუჩაზეც მოვა სიხარული და  გამარჯვებას ვიმეიმებთ. 

თვალებზე ცრემლებით გავიხსენებთ მათ, ვინც ჩვენს  გამარჯვებას ვერ მოესწრო.”

ინტერნეტ – სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მთავარი შემოქმედი პირი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკრონი და შოლცი დატროლა, რომლებიც თითქმის ყიველ დღე ურეკავენ პუტლერს და დრო მასთან უსაგნო საუბარში გაყავთ.

ტექნიკურად მიანიშნა, რომ მათ უბრალოდ თავმოყვარეობა დაკარგეს.

ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტში დაემატოს პუნქტი, რომლითაც მაკრონს და შოლცს პუტლერთან დარეკვა აეკრძალებათ.

ან ტელეფონის ხაზი გადაუჭრან, ამგვარად ეხმაურება დიპლომატი მათ ყოველდღიურ სატელეფონო ურთიერთობას.

პრეზიდენტმა – ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, Correspondent- მა კი, მისი მიმართვა უკრაინულიდან-ქართულად გადმოთარგმნა.

დღეს ხარკოვს ვეწვიე. როგორც თავად ქალაქი, ასევე ჩვენი სამხედროების წამყვანი პოზიციები რეგიონში. ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა მიიღო. ქალაქის შავი, დამწვარი, დანგრეული სახლები ფანჯრებიდან იყურებიან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით – სადაც რუსული არტილერია ურტყამდა. საიდან ჩამოვიდა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი? რუსეთს უყურებენ. და მათში ახლა, როგორც სარკეში, რუსული სახელმწიფო თავის თავს ხედავს.

➡️ გავმართე შეხვედრა რეგიონის, ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მან მადლობა გადავუხადე მათ, რომ ხარკოველებთან ერთად, უკრაინასთან ერთად იყვნენ და დარჩნენ. და რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან ერთად. მათი თანამშრომლობის ასი პროცენტი: ჯარი, პოლიცია, ხარკოვის მერი, რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია – ყველა ნამდვილად მუშაობს გამარჯვებისთვის და ამას ძალიან ეფექტურად აკეთებს.

უკრაინის გენ-შტაბი ავრცელებს სტატისტიკას , რომლის მიხედვით რუსი ოკუპანტების ადამიანური ზარალი 30 ათასს გასცდა. ამას გარდა,

ჯარისკაცი – დაახლოებით 30 350;
ტანკი – 1 349;
ჯავშანტექნიკა – 3 282;
საარტილერიო სისტემა – 643;
სარაკეტო სისტემა – 205;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93;
თვითმფრინავები – 207;
ვერტმფრენი – 174;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 507;
საკრუიზო რაკეტები – 118;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 258;
გემი/ნავი/კატარღა – 13;
სპეციალური აღჭურვილობა – 48.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას რუსეთის ფედერაციამ ამ ორი ქალაქის ოკუპაცია მოახდინა, სადაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობა ცხოვრობს. მათი გათვლა სწორედ ეს იყო, რადგან მიაჩნდათ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები რუსეთის ფედერაციას ღიად დაუჭერდა მხარს, მაგრამ რეალობა სხვანაირი დადგა.

აღარც ლუჰანსკში და დონეცკში უნდათ რუსი ორკები.

ოკუპანტების არმიაში ნაძალადევად  მობილიზებული ორდლოს მცხოვრებლები რუსებს  შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ  – განაცხადა, უკრაინის სახალხო დამცელი ლუდმილა დენისოვა.

მისი თქმით, დონეცკის და ლუჰანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე  რუსულ არმიაში უკანონოდ მობილიზებული უკრაინელების უკმაყოფილება და  დაუმორჩილებლობა დღითიდღე მატულობს.

ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტი, ვიდრე “აზოველი” გმირები იძულებით “შვებულებაში” არიან, ხარკოვში ოფიციალურად შეიქმნა “აზოვის” ახალი ქვედანაყოფი.
მისი ხელმძღვანელი გახდა ანატოლი სიდორენკო.

ქვედანაყოფის მებრძოლები უკვე ჩაერთნენ სამხედრო მოქმედებებში და ახლა უკვე ხარკოვში მუსრს ავლებენ რუს ოკუპანტებს.

ეს ყველაფერი ძირს უთხრის რუსეთის ამბიციებს და აახლოებს მათ მარცხს.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინულმა ჯგუფმა – Kalush Orchestra -მ გამარჯვება მოიპოვა ევროვიზიაზე, სადაც საპატიო ჯილდო გადასცეს უკრაინულ ჯგუფს და ამასთანავე დიდი აღიარება მოიპოვეს მათ.

ყველა საინტერესო ამის შემდგომ იწყება. ჯგუფმა გადაწყვიტა ევროვიზიაზე მოგებული თასი გაეყიდათ და შემოსული თანხით უკრაინის სამხედრო ძალებს დახმარებოდნენ. სწორედ ასეც მოხდა, Kalush Orchestra-მ ევროვიზიაზე მოგებული თასი 900 000 დოლარად გაყიდა და თანხა უკრაინის სამხედრო ძალებს გადასცა.

ეს არ გახლავთ ერთადერთი ფაქტი, უამრავმა მსახიობმა და მხატვარმა საკუთარი ნახატები გაყიდეს და შემოსული თანხა გადარიცხეს სახელმწიფო თავდაცვის ძალებში.

გავლენიანმა გამოცემამ – CNN – მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ორი თურქული კატორღა დაკავებულ იქნა ოკუპირებულ ყირიმში რუსი ოკუპანტების მიერ.

გაზეთის ცნობით, 15 მაისს შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის ნაპირებს ორი თურქული ხომალდი, რომელშიც 12 მეთევზე იმყოფებოდა, მიუახლოვდა. მათ რუსული გემი მიუახლოვდა და თურქი მეთევზეები დააკავეს.

თურქეთის მოქალაქეები სევასტოპოლში გადაიყვანეს. მათ ნავები, მთელი ნაჭერი ჩამოართვეს, ასევე დააკისრეს 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა.

როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღეა განუწყვეტლივ მიმდინარეობს ფილოსოფოსი – ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია.

იგი დაადანაშაულეს საქართველოს ისტორიის არასწორ ინტერპრეტაციაში და მეტსაც გეტყვით, ზოგიერთმა ადამიანთა ჯგუფმა სპეციალური მანიფესტიც გააკეთოს, რომ მას აეკრძელოს ლექტორობა.

ამის საპასუხოდ ლევან ბერძენიშვილმა, მშვიდად განაცხადა, რომ მას მისი სტუდენტები დაიცავენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა – “ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც მისი გამოკვლევები მიმდინარეობს.

მისმა ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ სასამართლოს მიმართონ შუამდგომლობით, რათა პრეზიდენტი სააკაშვილი გადაიყვანონ სამკურნალოდ უცხოეთში.

“თუ მდგომარეობა გაუარესებულია და დარწმუნებული ვარ, რომ სახარბიელო ნამდვილად არაფერი არ იქნება იქ, დავაყენოთ სასამართლოში შუამდგომლობა, რომ გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა,  გიორგი სააკაშვილი.

ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება გააძლიეროს უკრაინის სამხედრო ტექნიკების ბაზა, რომელსაც სთავაზობს უკრაინას მოწინავე, შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას, რომლებიც ახლა უკრაინელი ოფიციალური პირების მთავარი მოთხოვნაა, ამბობს მრავალი ოფიციალური პირი.

ადმინისტრაცია მიდრეკილია სისტემების გაგზავნისკენ, როგორც სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების უფრო დიდი პაკეტის ნაწილი უკრაინაში, რომელიც შეიძლება გამოცხადდეს მომავალ კვირას.

უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო კვირების განმავლობაში სთხოვდნენ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, უზრუნველყონ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ან MLRS. აშშ-ს წარმოების შეიარაღების სისტემებს შეუძლიათ ასობით კილომეტრის მანძილზე გასროლა რაკეტების ქარცეცხლში – ბევრად უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერი სისტემა, რომელსაც უკრაინა უკვე აქვს – რაც უკრაინელები ამტკიცებენ, რომ შეიძლება იყოს თამაშის შეცვლა რუსეთის წინააღმდეგ ომში.

საქართველოს კულტურის მინისტრი – თეა წულუკიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩ – იან კელის ლანძღავს.

“ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა.

პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო.

სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.

როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა.

პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო. საქართველოში მოვლენილი ეს აწ უკვე ყოფილი დიპლომატი კი ყოველთვის და განუხრელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს.

მიმომხელველმა – გიორგი კობერიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

  • რუსებმა დონეცკის რაიონის ქალაქი ლიმანის დაკავება შეძლეს. უკრაინელებმა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ქალაქში დამატებითი ნაწილების შეყვანა განახორციელეს დღეს ორგანიზებული უკან დახევა ამჯობინეს. რუსებმა და სეპარატისტულმა ძალებმა ქალაქის ურბანული ნაწილი აიღეს. უკრაინელები ქალაქის გარეუბანში, სარკინიგზო კვანძთან არიან გამაგრებულები. ამასთან, მათი მეორე და ძირითადი თავდაცვის ზღუდე მდინარე სივერსკი დონეცზე გადის. პრაქტიკულად რუსებმა მდინარის გასწვრივ ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება მოახერხეს, თუმცა მდინარეზე საკვანძო ადგილებში გადასვლის ყველა მცდელობა ჩაუვარდათ და უმძიმესი დანაკარგებით მოუწიათ უკუქცევა. რეალურად, ლიმანის დასავლეთით რუსების წინსვლის შემთხვევაში ყველაზე დიდი უკრაინული წინააღმდეგობა ქალაქ სლავიანსკთან იქნება წარმოდგენილი. თუკი რუსებმა ლიმანის აღებას 23 დღე მოანდომეს, სლავიანსკი მათთვის პრაქტიკულად დაუძლეველი წინააღმდეგობა იქნება.
  • რუსებს პოპასნაიადან ბახმუტისაკენ გაჭრის მცდელობა ჩაუვარდათ. მათ ვერ შეძლეს და ვერ დაიკავეს ბახმუტი-სევეროდონეცკის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი და იძულებულები შეიქნენ უკან დაეხიათ. თუმცა სატრანსპორტო დერეფანი რუსების ინტენსიური საარტილერიო ცეცხლქვეშაა მოქცეული. სევეროდონეცკისაკენ მიმავალი კიდევ ერთი გზა არსებობს, ქალაქი სივერსკის გავლით, თუმცა გამტარუნარიანობა ბახმუტის მაგისტრალს მეტი აქვს.
  • ბრძოლა სევეროდონეცკისათვის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. რუსები ქალაქს სამი მხრიდან უტევენ, მაგრამ უკრაინელებმა აღმოსავლეთის დაჯგუფებას ტყისკენ დაახევინეს უკან. მხოლოდ ჩრდილოეთიდან შეჭრილი რუსული ნაწილები აგრძელებენ უშალოდ ქალაქის გარეუბანში ბრძოლას. რუსებს იმაზე დიდი დანაკარგი აქვთ ცოცხალი ძალის მხრივ, ვიდრე ამას მოელოდნენ, რის გამოც სეპარატისტებისა და დონეცკის რაიონში ბაზირებული დამატებითი ნაწილებს სევეროდონეცკის მიმართულებაზე გადმოსროლა მოუწიათ.
  • რუსები ზაპორიჟიას რაიონში, ჰულიაპოლესთან, პოლოჰიში დიდი რაოდენობით შემტევ ნაწილებს უყრიან თავს. მათი მხრიდან ქალაქის სამჯერ აღების მცდელობა განმეორებითი მარცხით დასრულდა. ახლა რუსებმა დაიწყეს დამატებითი ნაწილების შეგროვება. ჰულიაპოლე ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო კვანძია ზაპორიჟიაში. თუმცა ეს არაა მთავარი – თუკი უკრაინელები კონტრშეტევაზე სამხრეთის მიმართულებით გადავლენ ჰულიაპოლესა და ორიხივის გარეშე ნებისმიერი ლოჯისტიკური მომარაგება ჩავარდნილი იქნება.
  • დიდი ინტენსივობით ჩაერთო საბრძოლო ოპერაციებში უკრაინული მოიერიშე ავიაცია. მათ არამხოლოდ მზა თვითმფრინავები მიიღეს მოკავშირეებისაგან, არამედ დაშლილ მდგომარეობაში არსებული სათადარიგო ნაწილები, რომელთაგანაც თვითმფრინავის აწყობა თავად შეძლეს.
  • მობილიზებული უკრაინული ნაწილების თავმოყრა გრძელდება. ამჯერად 700 ათასი უკრაინელი სამხედროა მობილიზებული. ასობით ათასის მობილიზება, წვრთნა და აღჭურვა გრძელდება. თუკი რუსები ორი კვირა ამზადებენ საკუთარ სამხედროებს და შემდეგ საზარბაზნე ხორცად უშვებენ ფრონტის ხაზზე უკრაინელები თვე-ნახევარს უთმობენ თითოეული სამხედროს გადამზადებას.
  • ახალ-ახალი დასავლური იარაღი ჩნდება აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ესაა რუსების საარტილერიო დუელში დამარცხების მიზეზი. იზიუმის დაჯგუფების ჩავარდნა სწორედ არტილერიის უზუსტობის მიზეზია. უკრაინელებმა არამხოლოდ ტექნოლოგიაში, არამედ სიზუსტეში აჯობეს მოწინააღმდეგეს.

ვიოლა ფონ კრამონმა ქართველ ერს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

“ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში ორჯერ გამოაცხადეთ, ჯერ რუსეთის იმპერიიდან, შემდეგ საბჭოთა კავშირიდან.

დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლას და შრომას მოითხოვს.

ამ რთულ პერიოდში საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრებო, არასოდეს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს რუსეთის „შეერთების“ შესახებ. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, თქვენ მისასალმებელი ხართ ევროპულ ოჯახში, როდესაც დაბრუნდებით დემოკრატიზაციის გზაზე.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”- ნათქვამია მის განცხადებაში.

რეჯეპ ტაიჯ ერდოღანმა – საქართველოს და ქართველ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე!

“თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში” – განაცხადა ერდოღანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიანმა მაღალჩინოსანმა – მაიკლ მაკფოლმა, ისაუბრა უკრაინის ომთან დაკავშირებით. იგი აქტიურად არის ჩართული ომის მიმდინარეობაში და აქტიურად იძლევა ცნობებს იქ მიმდინარე პროცესებიდან.

მას გუშინ ჰკითხეს ომთან დაკავშირებით და მაკფოლის პასუხი იყო ძალიან კონკრეტული. იგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უკეთესი პოზიციები აქვს და უპირატესობა მის მხარესაა, რაც დაეხმარება მათ შექმნან ის პოლიტიკური ამინდი, რაც მათთვის იქნება მომგებიანი. უკრაინა დააწესებს დღის წესრიგს.

“უკრაინაში ომი მორჩება მაშინ, როცა პუტინი ჯარს გაიყვანს დონბასიდან და ყირიმს დაუბრუნებს უკრაინას”- განაცხადა მაკფოლმა.