“ნატოს” გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა განცხადება გაავრცელა, მან ჩანიშნა საგანგებო ბრიფინგი, რაც უკრაინის საკითხს შეეხება, წინასწარ არავინ იცის, თუმცა შესაძლოა ეს ფანტასტიკური ინფორმაცია იყოს.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე საათის წინ უკრაინამ განაცხადი შეიტანა “ნატოს” წევრობასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა ომის დაწყებიდან აპირებდა “ნატოში” გაწევრიანებასთან დაკავშირებული განცხადების შეტანას. დღეს კიდევ ოფიციალურად დადასტურდა, რომ განცხადება შეტანილია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს რეალური და უნიკალური შანსი ომის პირობებში გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო, მისი წევრობის შემთხვევაში უკრაინას დიდი სახელმწიფოები პირდაპირი გზით დაეხმარებიან.

ერდოღანს და პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა.
ერდოღანმა პუტინს მოუწოდა კუდევ ერთი შანსი მისცეს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს, ხოლო თურქეთი თავის მხრივ, მზადაა ამ მოლაპარაკებების შუამავალი იყოს.

პუტინმა ერდოღანს უთხრა, “ჩრდილოეთის ნაკადზე” მომხდარი აფეთქებებო საერთაშორისო ტერორიზმის აქტია და რუსეთი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანს.

ღმერთო, როგორი თავხედია, თავადაა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი.
ეს გაეროც უსაქმურების “ბრიაშკაა”, რომ რუსეთს იმ საბჭოდან არ რიცხავენ.

“ისკანდერებით ავტობუსების, ელექტრო ქვესადგურების, საცხოვრებელი სახლების, ტრანსპორტის გაჩერებების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა…

მტრის მორალური სისუსტის კიდევ რა დამადასტურებელი ფაქტებია საჭირო.

ბრძოლის ველეზე ნულები არიან და მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან.

ვერასდროს გაგვტეხთ – ყოველი დარტყმის შემდეგ, ჩვენ უფრო მეტად ვბრაზდებით.” – ანდრეი ერმაკი

ხვალ, 30 სექტემბერს, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის ბედის გადაწყვეტის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი დღეა,

დავიწყოთ მოსკოვით, სადაც ხვალ გაიმართება, უკრაინის დროებით ოკუპირებული 4 რეგიონის, რუსეთთან მიერთების (ანექსიის) საზეიმო ღონისძიება და ვლადიმერ პუტინის საგანგებო მიმართვა,

ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა მოსკოვში დღითიდღე ძლიერდება ბირთვული შეიარაღების უკრაინულ ქალაქებზე გამოყენების რიტორიკა, რასაც ამწვავებს, დასავლურ დედაქალაქებში და კიევში გამოთქმული მოსაზრებები, რომ რუსეთი გამოვიდა ბირთვული შანტაჟის ეტაპიდან და რისკები რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების უკრაინაში გამოყენების შესაძლებლობისა, უკვე რეალურია.

შესაბამისად, ბირთვული დარტყმების გაზრდილი რისკების და უკრაინული რეგიონების ანექსიის გაოფიციალურების გათვალისწინებით, ხვალ, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია,

სხდომის გამრთვამდე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ხვალ, გენშტაბის შეხვედრის შემდეგ, ეროვნულო უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტალური გადაწყვეტილებები მიიღება, რომელსაც ხვალ გავიგებთ,

დანილოვის განცხადების შემდეგ, ხვალინდელ საგანგებო შეხვედრებზე, ვოლოდიმერ ზელენსკიმაც ისაუბრა:

“ხვალ ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი დღეა, კიდევ ერთი დღე გამარჯვების გზაზე. იქნება ეს ჩვენთვის განსაკუთრებული? ეს დღე იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოებს უსაფრთხოებასა და მშვიდობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. იმიტომ რომ მილიონობით უკრაინელი იბრძვის და მუშაობს ამისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც მე მოვიწვიე, ხვალ გაიმართება. იქნება მკაფიო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ რუსეთის ნებისმიერ ქმედებას” – განაცხადა ზელენსკიმ, ინფორმაციას ავრცელებს World Military.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ლიმანში, დონეცკის რაიონში, რის შედეგაც რუსი სამხედროები ალყაში მოექცნენ.

მათი რაოდენობა 2 ათასამდეა და როგორც განაცხადეს, არ აპირებენ დანებებას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 ათასამდე ორკი გაუდგება ჯოჯოხეთის გზას.


ლიმანის ალყის შეკვრის შემდეგ, ლიმანის ჩრდილოეთით დრობიშევო-სტავკის ხაზზე “რუსული ლეგიონის” თავდაცვის გარღვევის და უშუალოდ ქ.ლიმანის თავდაცვის ზონაზე შეტევის დაწყების პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული მექანიზირებული შეტეევა დაიწყო ლიმანის სამხრეთით იამპილის დასახლების დასაბრუნებლად, რომელიც სამხრეთიდან ქ.ლიმანამდე არის რუსების მიერ გამაგრებული ბოლო ბასტიონი,

სავარაუდოდ, ქ.ლიმანში აფრიალებული რუსული დროშა, ბოლო საათებს ითვლის და ის ძალიან მალე შეიცვლება ლურჯ-ყვითელი უკრაინის ეროვნული დროშით.

ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები პუტინის მუქარებს არ შეუშინდებიან. საჭიროა, უკრაინას გავუზარდოთ დახმარება და გავაძლიეროთ მოსკოვზე ზეწოლა – ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი.

ეს განცხადება თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია, რადგან ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა და ახალი პრემიერის ასეთი განცხადება იმის საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაიზრდება.

ოფიციალურად, პენტაგონი უკრაინას, ახალი 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტით, დამატებით 18 ერთეულ M142 Himars-ის ტიპის მულტიკალიბრულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემეს.

ამავდროულად, უკრაინა მიიღებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას “ჰაიმარსებისთვის”, 150 ერთეულ Humvve-ს ტიპის მობილირ ჯავშანმას, საჰაერო თვალთვალის რადარებს და დრონსაწინააღმდეგო სისტემებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ბელორუსა და საქართველოს შორის ურთიერთობას.

“ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს ურჩევს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.

“არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

სომხეთმა, ინდეოთთან ხელი მოაწერა 254 მილიონი დოლარის ღირებულების, სამხედრო-სავაჭრო კონტრაქტს, რომლის ფარგლებში სომხეთი ინდეოთიდან მიიღებს, PINAKA-ს ტიპის მულტიკალიბრულ სარაკეტო საარტილერიო სისტემებს, მისთვის საჭირო საბრძოლო მასალას, მართვად ტანკსაწინაადეგო სისტემებს და სომხეთის შეირარებული ძალების შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა საბრძოლო სისტემებისთვის საჭირო საბრძოლო მასალას,

ახლა რაც შეეხება Pinaka-ს ტიპის მულტიკალიბრულ სარაკეტო საარტილერიო სისტემებს,

არსებობს Pinaka-ს 3 ვერსია, რომელიც აქტიურ შეიარაღებაზე იმყოფება და ერთი ტესტირების ბოლო ფაზაში მყოფი:

Pinaka MK-I, რომელიც იყენებს სტანდარტულ 122მმ-იან რეაქტიულ საარტილერიო რაკატებს, მოქმედების მანძილით 20 კმ და 214 მმ-იან რაკეტებს მოქმედების მანძილით 37.5 კმ,

Pinaka MK-II, რომელიც იყენებს სტანდარტულ 122მმ-იან რაკეტებთან ერთად, გაზრდილი დიაპაზონის მქონე 122 მმ-იან რაკეტებს, მოქმედების მანძილი 45 კმ და 214მმ-იან რაკეტებს 45-60 კმ-ს მოქმედების მანძილით,

Guided Pinaka, რომელიც იყენებს მართვად 214მმ-იან რაკეტებს, მოქმედების მანძილი 75კმ, მასში ინტეგრირებულია მართვის სატელიტური და ინერციული ნავიგაციით ხელმძღვანელობა,

Pinaka MK-III, ისრაელთან ერთად წარმოებული, ტესტირების ბოლო ფაზაში მყოფი სისტემა, რომელიც იყენებს 214 მმ-იან მართვად საარტილერიო რაკეტებს, გაზრდილი დიაპაზონით 90 და 120 კმ მოქმედების მანძილით, GPS/INS ხელმძღვანელობით.

Pinaka-ს ბატარეში შედის – 6 გმაშვები მანქანა, 6 სატრანსპრტო და 6 მტვირთავი მანქანა, ამავდროულად 1 სამთაურო კონტროლის პუნქტი და 1 კონტრ-ბატარიული რადარი.

როგორც ჩანს, პაშინიანის დაპირებისამბერ და არსებული უდიდესი რისკების ფონზე, სომხეთმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი, შეიარარებული ძალების გრძელი მუშტის გაძლიერების საკითხს, ახლა საკითხავია რამდენად სწრაფად მოხდება საარტილერიო სისტემების ათვისება-მიწოდება სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის – World Military.

“ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დანიის თავდაცვის მინისტრთან, მორტენ ბოდსკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ძვირფასი მოკავშირე დანიის თავდაცვის მინისტრ მორტენ ბოდსკოვთან განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი დივერსია. ვისაუბრეთ ნატო-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე“, – დაწერა სტოლტენბერგმა „ტვიტერზე”.

მიხაილო დიანოვის გმირობა არის ეს.
აზოვსტალის გმირი მიხაილო დიანოვი ძალიან ცნობილი გახდა. მას ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, რომელიც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

უკრაინელებმა დიანოვს 6 მილიონზე მეტი შეუგროვეს 2 დღეში.
ეს კი დიანოვის განცხადებაა
“ჩემი ძმაკაცი დარჩა ოლენივკას ტყვეობაში მიხაილო ზინოვი რომლის წინაშეც სიცოცხლით ვარ ვალში მძიმედ დაჭრილი გამომიყვანა ბრძოლიდანო. ვალდებული ვარ ზინოვი გადავარჩინო და დავიცვა. ოღონდ მისი რაშისტების ტყვეობიდან დახსნაში დამეხმარეთ და ბოლო კაპიკამდე მოგცემთ იმ თანხას რაც მკურნალობისთვის შემიგროვდაო”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი ტერიტორიების დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომელთა ანექსიაც მალე შესაძლოა რუსეთმა სცადოს. 

“უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება დაიცვას თავი მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ ამა თუ იმ გზით“, თქვა ბლინკენმა და პირობა დადო, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება.

ბლინკენმა დასძინა, რომ აშშ არასდროს აღიარებს იმ ოთხ რეგიონს, რომელთა ანექსიას რუსეთი სავარაუდოდ, ჩატარებული “რეფერენდუმების” შემდეგ შეეცდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 28 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 58 150;
  • ​ტანკი – 2 312;
  • ჯავშანტექნიკა – ​4 889;
  • საარტილერიო სისტემა – 1 381;
  • სარაკეტო სისტემა – 331;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 175;
  • თვითმფრინავები – 262;
  • ვერტმფრენი – 224;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 989;
  • საკრუიზო რაკეტები – 242;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 742;
  • გემი/ნავი/კატარღა – 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 131.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, აგრძელებს მდ.ოსკილის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი პოზიციების ათვისება-გაფართოებას და სანაპირო ზოლის სრულ კონტროლში მოქცევის სამუშაოებს, რაც შესაძლებელს გახდის, ხარკოვის ოლქის დარჩენილი ტერიტორიების და ლუგანსკის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულები შემდგომი ფართომასშტაბიანი მექანზიირებული შეტევისთვის საჭირო პლაცდარმი მომზადდეს, პარალელურად კი, გათავისულფებულ იქნას საკვანძო დასახლებები.

დღეისთვის გაქვს მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით მიმდინარე შეტევის რამდენიმე მიმართულება,

დავიწყოთ, ქ.კუპიანსკიდან ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრში, ნოვომილინსკი-ტავილჟანკა-ველიკი ვისელოკის მიმართულებით, უკრაინელთა მიერ მდ.ოსკილის გადაკვეთის შემდეგ განვითარებული შეტევით, ის ზურგს გაუმაგრებს მდ.ოსკილის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქ.კუპიანსკის (აღმოსავლეთ ნაწილი) აღმოსავლეთით განვითარებულ შეტევას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, უკრაინელთა მდინარეზე გადმოსვლის და მექანზიირებული დაჯგუფების დაგროვების შემდეგ დაიწყო,

ამავდროულად, კუპიანსკიდან შეტევა გაგრძელდა ოსკილის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთ მიმართულებით, რის შედეგადაც მოხერხდა კუპიანსკ-ვუზკოვიის დასახლების დაბრუნება, სადაც მდებარეობს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი,

სავარაუდოა, რომ კუპიანსკიდან და მისი ჩრდილოეთიდან წარმოებული შეტევის მთავარი მიზანი იქნება, ხარკოვის რეგიონის დარჩენილი ტერიტორიების და ლუგანსკის რეგიონის ჩრდილოეთ სასაზღვრო ზონის მთლიანად გაწმენდა და ამავდროულალდ, მდ.ოსკილის აღმოსავლეთ სანაპიროს სამხრეთ ზონიდან დაწყებული ძირითადი შეტევის მიმართულების მხარდაჭერა,

ძირითადი შეტევის, რომელიც 2 მიმართულებით ვითარდება,

როგორც მოგეხსენებათ, იგი დაიწყო მდ.ოსკილის სანაპირო ზოლის, უკიდურესი სამხრეთიდან, მდ.სევერსკი დონეცის კვეთასთან, ქ.სვიატოგორსკის დაბრუნებით,შემდგომ ლოზოვოეს და ბოროვას დასახლებამდე ჩრდილოეთ ტერიტორიების ათვისებით და აღმოსავლეთ მიმართულებით, რიდკკდუბის დასახლებისკენ წარმოებული გარღვევით, რამაც შესაძლებელი გახადა, აღნიშნული შეტევა განვითარებულიყო 2 მიმართულებით,

1-ელი, ჩრდილო-აღმოსავლეთით უმნიშვნელოვანესი საკვანძო ქ.სვატოვოსკენ და მე-2, სამხრეთით ქ.ლიმანის ზურგში მოსახვედრად და შემდგომ, მისი ალყაში მოსაქცევად,
უკრაინელთა გარღვევა სწორედ ისე განვითარდა როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მათ შეძლეს ერთის მხრივ რიდკოდუბიდან აღმოსავლეთით, ქ.სვატოვოსკენ შეტევის წარმოება და დაიბრუნეს კატერინივკას დასახლება, პარალელურად კი, წარმატებით ჩამოშალეს შეტევა რიდკოდუბიდან სამხრეთით და მოადგნენ ქ.ლიმანის ჩრდილოეთ ნაწილს, ადგილზე არსებული მთელი რიგი დასახლებები, მათ შორის კოლოდიაზის დასახლება დაიბრუნეს, შეტევა გრძელდება ქ.ზარიჩნიესკენ, ლიმანის ოპერატიული ალყის, ე.წ “ქვაბის” კიდევ უფრო შესავიწროებლად,

თავის მხრივ, ქ.ლიმანის ალყაში მოსაქცევად, შეტევა წარმატებით განვითარდა ქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან, უკრაინულმა ნაწილებმა შეძლეს კრემინა-ტროცკიე-ზარიჩნიეს ხაზზე, ზელენა დოლინას დასახლებისკენ წინსვლა, რითაც ლიმანის გამოკეტვა პრაქტიკულად გარდაუალი გახადეს,

ახლა, ლიმანის დაცვის რუსულ ქვედანაყოფებს, აქვთ სამი გამოსავალი – ან თავკუდმოგლეჯილი გაიქცნენ ლიმანიდან, იმ გზების გამოყენებით, რომელიც კონტროლდება უკრაინული დრონების და არტილერიის მიერ, ან დარჩნენ ქვაბში, ბოლომდე იბრძოლონ და განადგურდნენ, ან უბრალოდ ტყვედ ჩაბარდნენ,

ლიმანის დაბრუნების შემდეგ, უკრაინულ ძალებს ხელფეხი ეხსნება ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ზონის სრულად გასათავისუფლებლად, პარალელურად კი, აღმოსავლეთ ზონაში უმნიშვნელოვანესი დასახლებების რუბეჟნოე-სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის მიმართულებით სწრაფი შეტევის განსახორციელებლად, თან ისე, რომ მჭიდროდ ურბანული დასახლებების ზურგში მოექცნენ,

ამ ეტაპზე, უკრაინული შეტევის ეპიცენტრი ქ.ლიმანი და მის გარშემო არსებული დასახლებებია, სადაც განლაგებული რუსული ძალები ურთულეს მდგომარეობაში იმყოფებიან და ვანხოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

მოგეხსენებათ გუშინ სომხეთის პრემიერ მინისტრი , საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა პარიზში.

,,საფრანგეთი აიღებს პასუხისმგებლობას მშვიდობაზე თქვენს ქვეყანაში და რეგიონში, რათა თქვენმა ქვეყანამ გახსნას საზღვრები”

,, აზერბაიჯანის ჯარები უნდა
დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ პოზიციებზე”

ის ფაქტი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არის დემარკალიზირებული, არ არის საბაბი აზერბაიჯანის ჯარების სომხეთის ტერიტორიაზე წინსვლისთვის და თავდასხმის.- ემანუელ მაკრონი (World Military).

უკრაინის რადის დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო Twitter-ზე ეხმაურება კამპანიას, ბუჩამდე იყო აფხაზეთი და წერს, რომ ბუჩა არ იყო პირველი ადგილი, სადაც რუსეთმა საშინელებები ჩაიდინა.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთმა ბუჩის მსგავსი საშინელებები ჩაიდინა. მანამდე აფხაზეთი იყო. ახლა აქტივისტებმა გადაწყვიტეს რუსული ბოროტმოქმედების არქივების გაციფრულება. ხალხს თავი მოჰკვეთეს, ცოცხლად დაწვეს, 800 ქალი გააუპატიურეს” წერს გონჩარენკო. 

რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინების შესაჩერებლად ჩვენ გვრჩება ერთადერთი გამოსავალი – ჩავკეტოთ ლარსი-სტეფანწმინდის გზა და მოვითხოვოთ, დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს !

სიმბოლურია, რომ ამ პროცესის დაორგანიზება 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გვიწევს.

ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში მინიმუმ 120 000 რუსი შემოვიდა.
მათი უკონტროლო შემოდინება საქართველოს დამანგრეველ შედეგებს მოუტანს. ჯერ კიდევ არის დრო, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ შევაჩეროთ ეს ურდო.

ამისთვის საჭიროა, ჩავკეტოთ ლარსი-სტეფანწმინდის გზა და მოვითხოვოთ, დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს !

ვინც მზად ხართ, ფიზიკურად შეუერთდეთ პროტესტის ამ ტალღას და არ იცით, როგორ და ვისთან ერთად გააკეთოთ ეს, გთხოვთ, დაპლიუსდით კომენტარების ველში.

დღეს მე 3 დან 6 საათამდე ყველა თქვენგანს დეტალურ და მკაფიო სამოქმედო გეგმას მოგაწვდით, რომლის შესრულებაც გაერთიანების პირობებში უმარტივესი იქნება – აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმის ფონზე, ოკუპირებული ხერსონის რეგიონი “შემსვლელთა და გამსვლელთათვის” სრულად დაიხურა.

უკრაინული მხარის ინფორმაციითვე, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმოსვლა გართულებულია ზაპოროჟიეს რეგიონშიც, სადაც ასევე ე.წ. რეფერენდუმი იმართება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფის ცნობით, რეგიონის დატოვება თითქმის შეუძლებელია 18-35 კაცებისთვის.

ბოლო დღეებში, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ახალგაზრდების გასვლა უკიდურესად გართულებულია.