25 დღეში გაერთიანებული მსოფლიო- მიმოხილვა

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინასთან ერთად ომი მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, უკრაინელების სიმამაცემ კი გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია და მსოფლიოში ახალი დღის წესრიგის შექმნა დაიწყო. ,,მსოფლიო ერთიანია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის ამისთვის. პუტინი ომის დამნაშავეა,”- ბაიდენი.

მსოფლიო ერთიანია ისე, როგორც არასდროს. აშშ რუსეთს უპრეცენდენტო სანქციებს უწესებს და 46-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. ამას ეთანხმება აშშ-ს სამხედრო მდივანი ენტონი ბლინკენიც.


,,პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები, პირადად მე, ამ შეფასებას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის განძრახ დამიზნება დანაშაულია,“- ენტონი ბლინკენი.

ამასთან, აშშ უკრაინას არნახულ დახმარებას აწვდის. დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება – სარაკეტო სისტემები, ჯავშან საწინააღმდეგო იარაღი და დრონები უკვე გაგზავნილია.

,, აღნიშნული პაკეტი მოიცავს 800 ერთეულ ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს და რაკეტას, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები კვლავაც განაგრძობენ საკუთარი ტერიტორიის დაცვას და მოსახლეობას თავიდან აარიდებენ რუსეთის საჰაერო თავდასხმებს,“- ბაიდენი.

კიევმა საპასუხოდ სანქციები აშშ-ს 13 მაღალჩინოსანს დაუწესა, საბოლოოდ კი სასაცილო მდგომარეობაში თავადვე აღმოჩნდა.

,,პირველ რიგში, ჯო ბაიდენი არის უმცროსი, შესაძლოა მათ მამამისს დაუწესეს სანქციები, დაე მშვიდად განისვენოს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ალბათ არ გაგიკვირდებათ , არცერთი ჩვენგანი არ ვგეგმავთ ტურისტულ ვიზიტებს რუსეთში და არცერთს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებასაც ვერ შევძლებთ,”- ჯენ ფსაკი.

ერთიანია ევროკავშირიც. 2008 და 2014 წლებისგან განსხვავებით, ევროპულმა სამყარომ ერთხმად აღიარა, რომ პუტინი დამნაშავეა. ევროკავშირი კრემლს და პუტინს სრულ იზოლაციაში აქცევს. აწესებს სანქციებს, უარს ამბობს რუსეთიდან გაზის მიღებაზე და აჩერებს გაზსადენს, ჩრდილოეთ ნაკად 2- ს, რომელიც გაზს რუსეთიდან გერმანიას აწვდიდა. ვიქტორია ვულანდის თქმით, ,,ახლა ვოლსტრიმ-2 ჯართის მასად იქცა, რომელიც ზღვის ფსკერზეა გადებული.”

,,გერმანიის ეკონომიკის მინისტრს დავავალე გადადგას, ეკონომიკური ნაბიჯები, რათა სერთიფიკატის შეჩერება მოხდეს. სერთიფიკატის გარეშე ჩრდილოეთ ნაკადი -2 ექსპლუატაციაში არ შევა,”- ოლაფ შოლცი.

უკრაინის გვერდითაა ევროსაბჭოც, მისმა წვერმა ქვეყნებმა რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ბორის ჯონსონი კი რუსეთს ყველაზე მძიმე სანქციებს უწესებს და პუტინისთვის გადამწყვეტი პასუხის გაცემას ითხოვს.

,,მივმართავ უკრაინელებს, რომ ჩვენ მათ მხარეს ვართ და მათთვის ვლოცულობთ ამ საშინლად მძიმე დღეებში. შესაძლოა დღეს თავისუფლების ალი სუსტად ანთია, მაგრამ მჯერა, რომ ის ისევ იკაშკაშებს ძალიან მალე, მე არ მჯერა, რომ პუტინი, რაოდენ დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს მას, შეძლებს ჩაახშოს უკრაინელი ხალხის სიყვარული თავისუფლებისადმი,”- ბორის ჯონსონი.

,,პუტინი უნდა დამარცხდეს, თუ ახლა ამას არ გავაკეთებთ, სხვა აგრესორები გათამამდებიან, თუ პუტინი არ იქნება შეჩერებული უკრაინაში, ამას საშინელი შედეგები ექნება ევროპისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის,-“დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

დიდ გეოპოლიტიკურ გადალაგებაში უმნიშვნელოვანესი ჩინეთის პოზიციაა-მსოფლიო ეკონომიკური გიგანტი ომს ემიჯნება. ამერიკა კი მას მკაცრად აფრთხილებს, რომ თუ პეკინი რუსეთს მატერიალურად დაეხმარება, მთელი მსოფლიო მოსთხოვს პასუხს.

ცივი ომის შემდეგ ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდი ცვლილებები მიმდინარეობს , რომლის ცენტრში უკრაინა, გვერდით კი ერთ მუშტად შეკრული დასავლეთი დგას.