5 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 5 ოჯახს ბინები გადასცა.


„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს თბილისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელს 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.