აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება. რეგიონის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დილის 08:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანია გახსნილი.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, ხოლო „კენჭისყრაში” 123 ადამიანი მონაწილეობს.


ცესკო-ს ინდორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა ოკუპირებულ აფხაზეთში სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.