ახლაღა “გეგმავენ” ლუსტრაციას- ზურაბ ნადირაძე

სირცხვილია უბრალოდ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, დღემდე ვერ დაარქვა “ელისაშვილებს”, “იაგოველებს” და სხვა ქოცების ნავში მოცურავე პარტიებს თავისი სახელი, და ახლაღა “გეგმავენ” ლუსტრაციას, – ვინც საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს არ მოაწერს, ლუსტრირებული იქნებაო, – ამბობენ.გახარიასთან ვლაგდებითო ამბობდნენ და ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედაც კი აირჩიეს მათი წარმომადგენელი, გახარიას პარტიამ კი უარი წკეპლასავით გადაარტყა კომისიის შექმნაზე. მეორე ის, რომ მიშას ჩამოსვლამდე, ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან 5 ივლისის დარბევის საქმეზეც შეიძლებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც ფაქტებით და ჩვენებებით ხელის გულზე იდო დანაშაული, რაც ხელისუფლებამ დააიგნორა და დამნაშავეები ციხიდან გაუშვა. სამწუხაროდ ნაცდეპუტაცია იმ დღეებში სესიებს არც გაკარებია და არც კომისიის შექმნა დამდგარა დღის წესრიგში. მოკლედ, როგორც ჩანს ბრძოლის რადიკალურ რეჟიმში გადატანა და საპარლამენტო ხელფასების დათმობა ნაცმოს გეგმებში არ შედის! – წერს ზურაბ ნადირაძე.