ალექსეი ნავალნი რუსებს აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ. მისი თქმით შესაძლოა დემონსტრანტები დააკავონ, მაგრამ არ უნდა შეშინდნენ, რადგან ახლა სწორედ ეს არის გმირობა.


“პუტინი არ არის რუსეთი. და თუ არის ახლა რუსეთში რამე, რითიც ყველაზე მეტად შეგიძლიათ იამაყოთ, ეს არის ის 6 835 ადამიანი, რომლებიც დააკავეს, რადგან – ყოველგვარი მოწოდების გარეშე, გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით “არა ომს”.
თუ ომის შესაჩერებლად საჭიროა, ციხეები გავავსოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ.
მოდით, არ ვიყოთ უბრალოდ “ომის წინააღმდეგნი”. მოდით, ვიბრძოლოთ ამ ომის წინააღმდეგ “. – წერს ნავალნი.