არავის გვაქვს სურვილი გავხდეთ მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებებში მორიგი მსხვერპლი – შალვა ნათელაშვილი

დღეს გამართულ ბრიფინგზე, შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა 10 – 13 იანვარს დაგეგმილ, ბაიდენი-პუტინის შეხვედრის შესხებ და აღნიშნა, რომ შესაძლოა განიხილებოდეს ხელახალი მსოფლიო გადალაგება.

“სამთავრობო უმოქმედობის ფონზე 10-13 იანვარს იწყება მოლაპარაკებები რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს ნატოში არშესვლის და ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო მოკავშირეების აკრძალვის თაობაზე.

მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს დააბრუნოს წართმეული ტერიტორიები, თუ ტერიტორიები იქნება დაბრუნებული, რუსეთის სამხედრო ბაზები გავა, უვიზო რეჟიმი გაიხსნება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ბევრ რამეზე საუბარი, მარამ ამის გარეშე, ყოველგვარი მოლაპარაკებები საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე, უდიდესი ავანტიურაა და არავის გვაქვს სურვილი გავხდეთ მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებებში მორიგი მსხვერპლი, როგორც, ადრე ხდებოდა.” – შალვა ნათელაშვილი