აშშ გმობს პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს

აშშ-ის სენატმა მხარი ერთხმად დაუჭირა ლიდსი გრეჰემის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს.
სენატში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი სისასტიკისთვის ვერ გაექცევა.


“ამ პალატაში ჩვენ, ყველა – დემოკრატები და რესპუბლიკელები, ერთად ვაცხადებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის”, – განაცხადა სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა.