აშშ ჯარებს უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში და უკრაინის კონფლიქტში აშშ-ის ჯარების მონაწილეობას არ დაუშვებს, რადგან ეს, ფაქტობრივად, რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს.

ამერიკელებმა ასევე განაცხადეს, რომ ამჟამად უკრაინაში არც არასაფრენი ზონის დაწესება არ განიხილება.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს აშშ-ის ჯარების რუსეთთან საბრძოლველად გაგზავნას. ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება მის განხორციელებას მოითხოვს. აღნიშნულისთვის საჭიროა აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგება, რაც იქნება უშუალო კონფლიქტი და პოტენციურად რუსეთთან ომი. ჩვენ არ ვგეგმავთ ამის ნაწილი ვიყოთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.