აშშ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას არ ემხრობა

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს.


აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იარაღისა და სისტემების მიწოდებაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად.


„თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის უარყოფითი რეაქცია და გაზარდოს ნატოსთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები.