კორესპონდენტი გთავაზობთ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორის და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მოკლე ინტერვიუს:

ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებები გვესმის. რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება და რამდენად სარისკო გგონიათ ასეთი კომენტარების გაკეთება რუსეთის მხრიდან?

ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდობიან, მას განავცრობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.

პოლიანსკიმ თქვა, რომ უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა იგივე შეცდომას უშვებს, რაც საქართველომ 2008 წელს დაუშვა, რამდენად მსგავსია რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდა ამ ორ ქვეყანაში, არამხოლოდ ომის, არამედ სხვა მიმართულებითაც და რამდენად საშიშია ეს საქართველოსთვის, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით?

– რუსეთი პირდაპირ ტყუილს იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი საქციელი გაამართლოს. ასე რომ, თუ მათ შეუძლიათ, რომ მცდარი პარალელები გაავლონ საქართველოსა და უკრაინას შორის და საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო და უკრაინა არიან მათი მისამართით აგრესორები, ასეც იზამენ.

ისინი ჩაეჭიდებიან მცირე კვლევას, რომელიც იტყვის, რომ პირველი გასროლა მოხდა… ხომ ხვდებით, ისინი ჩაეჭიდებიან რაღაც მარცვალს და ამას განავცრობენ. ვფიქრობ, ეს მათი სახელმძღვანელოა – რომ ისინი არიან მსხვერპლი, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას, რომ გენოციდის წინააღმდეგ იბრძვიან. ისინი ერთსადაიმავეს ამბობდნენ საქართველოშიც და უკრაინაშიც, და სავარაუდოდ, ამას მომავალშიც გამოიყენებენ.

რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება?

– ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.

რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?

როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.

– საქართველოზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, მის შუაგულში კი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. რას ფიქრობთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის?

კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს.

თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა და ფიქრობთ თუ არა, რომ ის ახლა უფრო წარმატებული და უფრო აგრესიულია, ვიდრე აქამდე იყო?

მე ვაკვირდები იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავიდან აიცილოს და გვერდი აუაროს აკრძალვებს [სანქციებს]. მაგალითად RT და Sputnik (რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები), ევროკავშირში აკრძალულია. ჩვენ ვიხილეთ არაჩვეულებრივი გზები იმისა, თუ როგორ მოახერხა რუსულმა დეზინფორმაციამ და თავი აარიდა ყველა ამ აკრძალვას.

ვიხილეთ ასევე, როგორ იყენებენ ესპანურ ენას, რომ ფოკუსირდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, თუმცა, ასევე ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსული დეზინფორმაცია ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა. ისინი ე.წ “მიმებზე” მუშაობენ, ვიდეოებს აკეთებენ, არიან “ინსტაგრამსა” და “ტიკტოკზე”. ამ ყველაფერს ძალიან გასართობ, მხიარულ სახეს აძლევენ და ხალხის გულის მოგებაზე, მის იუმორზე მუშაობენ. ასევე ვხედავთ, რომ მათ ისევ აქვთ საშუალება ჩაერიონ ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას, იქნება ეს დიდი სატელევიზიო არხები, ე.წ “სასარგებლო იდიოტები”, ბოტები, თუ ჭკვიანური მედია საიტები, ფაქტია, რომ ისინი ძალიან დაიხვეწნენ. ამან ძალიან გამაკვირვა, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მათ არაეთიკური, საშინელი ომი წამოიწყეს უკრაინაში, მაინც შეუძლიათ, რომ დრო მონახონ და ყველა ეთერში მოხვდნენ.

1. თუ თქვენ დაინახეთ ტანკების კოლონა, მათ აუცილებლად მოჰყვება ბენზინგადამზიდების კოლონა. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ვერ გაიარონ. ჩახერგეთ გზები, მოჭერით ხეები, გაჭიმეთ რკინის ბადეები ღობეებიდან, ნებისმიერი მეთოდი კარგი იქნება. არ არის საწვავი – არ არის ტექნიკა;

2. თუ ხედავთ, რომ კოლონა შევიდა ტყის ზოლში – მოჭერით ხეები, დაბლოკეთ, არ მისცეთ გამოსვლის შესაძლებლობა;

3. თუ იცით, რომ მტერი ტყეს შეეფარა და ამაში 100%-ით დარწმუნებული ხართ, არ დაინდოთ ტყე, დაწვით… ოკუპანტის ძვლებზე ახალი გაიზრდება!

4. თუ გაქვთ ექსკავატორები, ამოთხარეთ დასახლებული პუნქტები, რომ მტერმა ვერ გაიაროს, არ ელოდოთ რომ სხვა იზამს თქვენს ნაცვლად!

5. ოპტიკური სამიზნის მქონე იარაღის მფლობელებო, აუცილებელი არ არის ღიად დაესხათ თავს მტერს, დისტანციიდან ესროლეთ ბორბლებში, ეს შეაჩერებს ტრანსპორტს – შემდეგ, როგორც მოგიხერხდეთ.

6. მოხსენით გზებიდნ აბრები, თქვენ ყველა ორიენტირდებით – მტერი ვერა. თუ გეკითხებიან, სად ვართო – მიმართეთ ფანტაზიას და მიაწოდეთ დეზინფორმაცია;

7. ყველამ შეიტყეთ აღმნიშვნელებზე, რომელსაც დივერსანტები აკეთებენ შენობებზე, მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად და ა.შ – მოთხვარეთ ისინი მიწით, საღებავით, გაანადგურეთ რაიმე ფორმით;

8. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ მტერი გვიახლოვდება, დაწვით თივა, საბურავები დიდი რაოდენობით, შავი კვამლი მტერს დეზინფორმირებს, მტერი ფიქრობს, რომ დასახლებულ პუნქტში უკვე გაისროლეს, ეს მოგვცემს დროის მოგების შესაძლებლობას;ნებისმიერი დახმარება ახლა მნიშვნელოვანია!დიდება უკრაინას, დიდება გმირებს – ვესალმებით მხოლოდ ასე, დაე, გაიგონონ, სად მოვიდნენ სიკვდილისთვის!

უკრაინის შეიარაღებული ძალები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სასწრაფოდ მიმართა ევროსაბჭოს და ევროკომისიის ხელმძღვანელობას რუსეთის წინააღმდეგ „მახრჩობელი სანქციების“ დაწესების მოთხოვნით.

მატეუშ მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზეწოლამ უნდა შეაჩეროს პუტინის ბარბაროსული თავდასხმები, რასაც მოჰყვა რუსული ბომბების ჩამოვარდნა კიევზე და დაიღუპა არა მხოლოდ ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობაც.

შემოთავაზებულ ზომებს შორის:

– რუსეთის გათიშვა SWIFT-დან და რუსული ბანკების სრული დაბლოკვა

– რუსული თვითმფრინავებისთვის ევროპული სივრცის დახურვა – რუსი ოლიგარქების ქონების გაყინვა და კონფისკაცია უკრაინაში დანგრეული ინფრასტრუქტურის სასარგებლოდ.

– რუსული ფირმების გათიშვა MSCI-დან — Nord Stream 2-ის საბოლოო მიტოვება

– უარი რუსეთისგან ნავთობის, გაზისა და ნახშირის ყიდვაზე

– სანქციები პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ეს არის უკრაინის ერთადერთი იმედი, ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. ბევრი მსოფლიო პოლიტიკოსი თვლის, რომ სანქციები ახლა ლუკაშენკას აგრესორ ბელორუსის წინააღმდეგაც უნდა დაწესდეს.

კორესპონდენტი გთავაზობთ რეპორტაჟს ფრონტის ხაზიდან განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ ვიდეო და ფოტო მასალას ექსკლუზიურად correspondent.ge-ს მკითხველისთვის.

პოლონეთის სამხედრო დახმარება

კიევში დაკავებული დივერსანტები

მოტორიზებული 74-ე ბრიგადის მეთაური

“საღამო მშვიდობისა ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერ მინისტრი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენ ყველანი აქ ვართ თვქენს გვერდით, და მუდამ ვიქნებითთქვენს გვერდით დიდება უკრაინას.

Anonymous-ის განცხადება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკვშირებით Anonymous არის დეცენტრალიზებული საერთაშორისო აქტივისტური და ჰაქტივისტური კოლექტივი და მოძრაობა, რომელიც ძირითადად ცნობილია თავისი სხვადასხვა კიბერშეტევებით რამდენიმე მთავრობის, სამთავრობო ინსტიტუტების, სამთავრობო უწყებებისა და კორპორაციების წინააღმდეგ.

უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცები არ იბრძოლებენ, არც ნატოს ჯარისკაცები იბრძოლებენ! ჩვენ მივსჩერებივართ იმას რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს! ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ჩვენ ეს უნდა ვთქვათ!

ჩვენ როგორც გერმანულმა საზოგადოებამ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უკრაინაში ხალხი იხოცებოდეს და ჩვენ დავრჩეთ მაყურებელის როლში!

ჩვენ ვხედავთ რომ უკრაინაზე თავდასხმის პირველ დღეს ვზივართ ტელევიზიებში და გვადარდებს ის თუ რა მოხდება თუკი ნატოს ატომური ბომბებით დაესხმებიან თავს! ისმის კითხვა რატომ არ არის უკრაინა დღეს ნატოში? იმიტომ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ საკითხს ვეტო დაადო!

თქვენ გჯერათ რომ ამას უკრაინელების ეს გენერაცია ოდესმე დაივიწყებს? კიდევ რომ გვქონდეს ამის შანსი უკრაინა გაწევრიანდეს ნატოში რა მორალური უფლება დაგვრჩა უარი ვთქვათ ამაზე? სად მთავრდება რუსული აგრესია?

ჩვენ ეს ჯერ დონბასი და ლუგანსკის საზღვარი გვეგონა, უცებ აღმოვაჩინეთ რომ მას მთელი უკრაინა უნდა! და ის სად ჩერდება_ პოლონურ საზღვართან. რატომ? იმიტომ რომ პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

ესაა ნატოს სამხრეთ გაფართოების შედეგი რომ ამ ქალბატონს თავის ქვეყანაში მისი პრეზიდენტის კრიტიკის უფლება აქვს. ბელარუსიაში მსგავსი ადამიანები წამების ქვეშ საპყრობილეებში ზიან! ასე იქნება მალე უკრაინაშიც.

ამ ფონზე ჩვენ ვზივართ და ვსაუბრობთ იმაზე “ვაიმეე ნეტა ჩვენ ხომ არ გავაბრაზეთ პუტინი?” ხალხო პუტინის გამოსვლისთვის არ მოგისმენიათ? ვერ გაიგეთ რა თქვა? მას არ უთქვამს სამხრეთის გაფართოება იყო ცუდიო მან თქვა რომ ლენინმა უკრაინელები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქციაო და ეს ისტორიული შეცდომა იყოო, უკრაინა როგორც სახელმწიფო არ არსებობსო!

ჩვენ ამის მიუხედავად ვზივართ და ვამბობთ რომ პუტინი ჩვენ გავაღიზიანეთო. რა უნდა მოხდეს რომ ჩვენი დებატების მიმართულება იმ რეალობას მიუახლოვდეს და განიხილავდეს რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ?

“არ მინდა ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა, იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება. უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. Слава Україні! 🇺🇦✊”

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა, რომ ჩერნიგოვის მახლობლად რუსეთიდან ჩამოსული 74-ე მოტორიზებული ბრიგადა ჩაბარდა. მან ბრიგადის უფროსის სურათი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ისინი უკრაინაში სამხედრო წვრთნებიდან გაგზავნეს.

„ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:

  • რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
  • რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება
  • რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
  • სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ

„ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა.

სოფიო წიკლაური ფეისბუქის საშუალებით დახმარებისთვის მთავრობას და მედიას მიმართავს, რათა მოხდეს სისხლის ექსპორტი უკრაინაში.

“უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი რომ დონაციაში მიიღოს მონაწილეობა, ჯერჯერობით საქართველოდან ასე მასობრივად სისხლის ექსპორტი არ განხორციელებულა. დავუკავშირდი სხვადასხვა სისხლის ბანკებს. მზაობას გამოთქვამენ ამაში მონაწილეობის მისაღებად. ახლა გვჭირდება სახელმწიფოსგან ნებართვა რომ სისხლის ექსპორტი განხორციელდეს !!!!აუცილებლად გვჭირდება ტელევიზიის მხარდაჭერა, რათა მოვითხოვოთ ნებართვა, რომ სისხლი გავაგზავნოთ უკრაინაში. მოგიწოდებთ ყველას რომ გავერთიანდეთ უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად.”- სოფიო წიკლაური

რომ წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი დამანგერველი სანქციების პაკეტებისა და სხვა ეკონომიკური ზომების მიმართულებით, რათა ვაზღვევინოთ რუსეთს. ჩვენ მამაცი უკრაინელის ხალხის გვერდით ვდგავართ”, – ეს პრეზიდენტ ბაიდენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ის ვაშინგტონის დროით, დილით, დიდი შვიდეულის წარმომადგენლებს შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები გამოაცხადა.  სანქციები შეეხება დიდ ბრიტანეთში არსებულ მსხვილ რუსულ ბანკებსა და რუსულ კომპანიებს.

იხილეთ რა ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს:

  1. დიდი ბრიტანეთში არსებული ყველა მსხვილი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება, მათ შორის VTB ბანკის აქტივები. ამასთან, რუსული ბანკები გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან და რუსეთის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ფინანსების მოზიდვა.
  2. კანონმდებლობა მსხვილ რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე ფინანსებისა და სესხების მოზიდვას შეუზღუდავს.
  3. აქტივები გაეყინებათ 100 ახალ ფიზიკურ პირს ან სუბიექტს.
  4. დიდ ბრიტანეთში რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ს აიკრძალება.
  5. შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რათა ის არ იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
  6. მომდევნო დღეებში, დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.
  7. ლიმიტი იქნება იმ თანხის ოდენობაზე, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.
  8. ბორის ჯონსონის თქმით, შესაძლოა რუსეთი Swift-ის სისტემიდან გარიცხონ: “არაფერია გამორიცხული”,-თქვა მან.
  9. მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც.
  10. სააღდგომო არდადეგებამდე დიდი ბრიტანეთი წარადგენს ეკონომიკური დანაშაულის კანონპროექტის ნაწილებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა, რომ ჩერნიგოვის მახლობლად რუსეთიდან ჩამოსული 74-ე მოტორიზებული ბრიგადა ჩაბარდა. მან ბრიგადის უფროსის სურათი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ისინი უკრაინაში სამხედრო წვრთნებიდან გაგზავნეს.