“ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენთვის ნომერ პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება.

მეორე მოთხოვნა, რომელსაც ასევე სჭირდება თქვენი თანხმობა – თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, რომელმაც თქვა და ეს ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, უბრალოდ მთელს მსოფლიოში მოგვჭრა თავი რუსულმა ოცნებამ და ახლა უკვე ოფიციალურად ამერიკელები ამბობენ, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ასეთი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დასანქცირბული მოსამართლეების დაუყოვნებლივი გადადგომა.

რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა.

მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი, ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”,  – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას” დღეს ხელოვანები შეუერთდნენ. მათ განცხადება დედა ენის ბაღში გააკეთეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს გათავისუფლდეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, რომელიც მე-11 თვეა ციხეშია.

“დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას და შესაბამისად ამ მოძრაობას უერთდებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, მომღერლები, მსახიობები, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ვინაიდან მათი სიტყვა და მათი პოზიცია ძალია მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთულ გზაზე”, – თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ. 

განცხადება გააკეთა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის გარეთაც საშიშია და ციხეშიც. მან პრეზიდენტს მოუწოდა, ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს – შეიწყალოს ნიკა გვარამია.

“ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოუნახა ადგილი ამ ადამიანს, გარეთ არის მისთვის პრობლემაა, ციხეშია, იგივე პრობლემაა. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნება მისდამი და მთელი “ქართული ოცნებისადმი”, რომ ბატონებო თქვენი სისტემა დალპა, ხომ ხედავთ თქვენ მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა, ის ისეთივეა ზუსტად თქვენთვის, გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ, თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ დღეს მაგ თანამდებობაზე”, – თქვა ბურჭულაძემ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 10 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 178 820;
  • ​ტანკი – 3 637;
  • ჯავშანტექნიკა – 7 028;
  • საარტილერიო სისტემა – 2 750;
  • სარაკეტო სისტემა – 534;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 282;
  • თვითმფრინავები – 307;
  • ვერტმფრენი – 292;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 323;
  • საკრუიზო რაკეტები – 911;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 607;
  • გემი/ნავი/კატარღა – 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა – 311.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ CNN პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიისთვის დეტალები უცნობია.

საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, აშშ-მა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დოკუმენტებში საუბარი იყო უკრაინული არმიის კონტრშეტევების მომზადებაზე, ასევე იმ სამხედრო საჭიროებებზე, რომელიც უკრაინას აქვს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სხვა საიდუმლო მასალებიც, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს – ჩინეთსა და რუსეთს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეასაც და ასევე, ახლო აღმოსავლეთს.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ დოკუმენტების ნამდვილობას ადასტურებს.

“ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.

ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.

მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.

რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება…

რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.

მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.

ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.

მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს”. – წერს ლაშა რამიშვილი Facebook-ზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე და თქვა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მის გარშემო განვითარებულ პროცესებს. 

“ჩვენ გვქონდა შეკითხვები მის საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე დროისა და ბრალდებების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ თვალყური ვადევნოთ სახალხო დამცველის ამ ანგარიშებს, რომელიც ამბობს, რომ იყო ნიშნები პოლიტიკური დევნის. ეს არის ფართო საკითხი მედიათავისუფლების. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რეპუტაცია ქვეყნის, რომელსაც ჰქონდა ძლიერი მედიაგარემო. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მცირდება ბოლო პერიოდში და ეს შეშფოთების საგანია”, – თქვა კელი დეგნანმა. 

ლიბანურმა ჰეზბოლამ მასიური სარაკეტო დარტყმები განახორციელა ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიაზე,

12 წუთიან ინტერვალში, ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული,

რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა რკინის გუმბათებმა, თუმცა ნაწილი დაეცა ისრაელში, მათ შორის საცხოვრებელ ზონებში,

ისრაელის ჩრდილოეთში დაიხურა ყველა აეროპორტი და გამოცხადდა საჰაერო განაგაში,

განსხვავებით ჰამასისგან, ლიბანურ ჰეზბოლას, რომელიც პირდაპირ იარაღდება ირანისგან, წლებია ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები არ განუხორციელებია,

სავარაუდოდ, მალე ისრაელის საჰაერო ძალები დაიწყებს ლიბანის ტერიტოროაზე ჰეზბოლას პოზიციების დამუშავებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავება.

კიევი მზად არის მოსკოვთან განიხილოს ყირიმის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, თუ უკრაინული ძალები მიაღწევენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის საზღვრებს – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარმა მრჩეველმა ანდრეი სიბაჰმა განუცხადა Financial Times-ს.

“თუ ჩვენ მივაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს ბრძოლის ველზე და ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩვენ მზად ვართ გავხსნათ [დიპლომატიური] გვერდი ამ საკითხის განსახილველად“ – განაცხადა სიბაჰმა.

“სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.

სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს.” ნათქვამია წერილში.

დღეს, სამ საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც სავარაუდოდ, დასანქცირებული მოსამართლეები პირველ სატელევიზიო კომენტარებს გააკეთებენ.

იქამდე კი კლანის სანქცირებულმა წევრებმა კომენტარები სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კომენტარების სახით გააკეთეს.

შეგახსენებთ, ლევან მურუსიძეს, ვალერი ცერცვაძეს, ირაკლი შენგელიას და მიხეილ ჩინჩალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. მიზეზი მათი კორუფციული საქმიანობაა. ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ აღნიშნული მოსამართლეების ოჯახის წევრებსაც.

მთელი ღამის განმავლობაში, ინგუშეთში, ზიაზიკოვ-იურტის დასახლებაში შეტაკებები მიმდინარეობდა როსგვარდიასა და ადგილობრივ პარტიზანებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიზანები უკვე ერთ კვირაზე მეტია, საღამოობით თავს ესხმიან კომისარიატებს და პოლიციის შენობებს, რის შედეგადაც უკვე რამდენიმე ძალოვანი დაიღუპა,

ღამით დაწყებულ შეტაკებებში, როსგვარდია იძულებული გახდა ქალაქში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეეყვანა,

ოპერაციაში აგრეთვე ჩაერთო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმები.

ბოლო ინფორმაციით, 3 პარტიზანიდან, რომელიც იმალებოდა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ერთი დაიღუპა 2-მა კი, მოახერხა ახლომდებარე მთებში გაქცევა, აგრეთვე დაიღუპა 1 რუსი სპეცრაზმელი.

ამ ეტაპზე, მიმდინარობს მათი დევნის ოპერაცია – ინფორმაციას ავრცელებს World Military.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კორუფციისთვის სანქციებს უწესებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

“დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს და გააგრძელებენ იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

“ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (თავი 7031(c)) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს,რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება

სახელოვანი ქართული ბატალიონი – “ქართული ლეგიონი”, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლის და შეუპოვრობის ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად იქცა. დაახლოებით 3 ათასამდე მებრძოლია გაერთიანებული “ქართულ ლეგიონში” არიან უცხოელი მოხალისეებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ლეგიონის მეთაურის მოადგილე – ლევან ფიფია, უკრაინამ დააჯილდოვა თავდადებისთვის და გადასცა ეროვნული გმირის წოდება. ცხადია ეს უდიდესი პატივისცემის გამოხატვაა თავად ლევანისთვის და ქართველი მებრძოლებისთვის.

ლევან ფიფია უკვე რამოდენიმე წელია უკრაინაში იბრძვის ოკუპანტების წინააღმდეგ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა.

როგორც კულება Twitter-ზე წერს, უკრაინა მალე მიიღებს მეტ სამხედრო დახმარებას, რაც ქვეყანას დაეხმარება  რუსეთის ოკუპაციისგან მეტი ტერიტორიის გათავისუფლებაში.

“მოხარული ვარ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრით. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკვე მიდის უკრაინაში, რათა დაგვეხმაროს რუსეთის ოკუპაციისგან მეტი ტერიტორიის განთავისუფლებაში. მადლობელი ვარ აშშ-ს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის”, – წერს კულება.

სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military ავრცელებს ინფორმაციას – გვიან ღამით, ისრაელის პოლიციამ, პალესტინაში, ალ-აქსას მეჩეთში და მიმდებარე დასახლებებში საპოლიცი რეიდები განახორციელა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლოებასთან. ორმხროვი შეტაკებების შედეგად დაშავდა რამდენიმე პოლიცელი და ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც გამთენიისას ალ-აქსას მეჩეთში ჩატარებული რეიდების საპასუხოდ, ღაზადან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაიწყეს უმართავი რაკეტების გაშვება.

20-მდე რაკეტა გაშვებულ იქნა ისრაელის სამხრეთ მიმართულებით, რომელთა ძირითადი ნაწილი “რკინის გუმბათებმა” გაანეიტრალეს.

საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაიწყო მასიური საჰაერო იერიშები ღაზას ტერიტორიაზე,

ისრაელული გამანადგურებლის წინააღმდეგ, ღაზადან დაფიქსირდა ხელით გადასატანი საზენიტო-სარალეტო კომპლექსის გაშვებაც, თუმცა უშედეგოდ,

ღაზაში ავიარეიდები ამ წუთებშიც გრძელდება, ისევე როგორც ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე უმართავი რაკეტების გაშვება, რის გამოც გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის ისრაელის რამდენიმე ქალაქში.

ვითარება პალესტინა-ისრაელს შორის ბოლო რამდენიმე დღეა მწვავდება,

ისრაელის საპოლიციო ძალები “ვესთ ბენქის” ტერიტორიაზე ირანული გავლენების შესამცირებლად ახორციელებენ საპოლიცო რეიდებს, რასაც წუხანდელ ღამემდეც მოჰყვა რამდენიმე შეტაკება,

“ვესთ ბენქის” პარალელურად, გასულ დღეებში, ისრაელის საჰაერო ძალები ირანული გავლენების გასანეიტრალებლად, უწყვეტ ავიარეიდებს ახორიცელებს სირიის ტეიროტიაზეც, რის შედეგადაც დაიბომბა სირიაში მდებარე რამდენიმე აეროდრომი, რომელსაც ირგკ-ის ძალები აქტიურად იყენებს, ასევე საბრძოლო მასალის საწყობები და სახვადასხვა ტიპის შეიარაღების დამამზადებელი მიწისქვეშა ქარხნები,

საპასუხოდ, 2 დღის წინ, ისრაელის საჰაერო სივრცეში, ავიაგამანადგურებელმა გაანეიტრალა ირანული წარმოების დრონი, რომლის გაშვება დაფიქსირდა ღაზას ტერიტორიიდან, რის გამოც, ნეთანიაჰუს მიერ ჯერ გადაყენებულმა, შემდეგ კი, პროტესტის შედეგად უკან დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა, გასცა ბრძანება “ვესთ ბენქისა” და ღაზას ტერიტრიაზე სახმელეთო/საჰაერო რეიდების მასშტაბების გაზრდის შესახებ.

უკრაინელი სამხედროების წვრთნა ამერიკული აბრამსის ტანკების ოპერირების მიზნით უახლოეს მომავალში დაიწყება – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

”ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ აღჭურვილობის შესყიდვაზე, ამიტომ ჯერ არ დაგვიწყია წვრთნა, მაგრამ ველით, რომ ეს მალე მოხდება”, – ამბობს წყარო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან.

შეერთებული შტატები უკრაინაში 31 “აბრამსის” ტანკს გაგზავნის, რაც უკრაინის არმიის კლასიფიკაციაში სატანკო ბატალიონის ტოლფასია.

გადაწყვეტილება იანვარში იქნა მიღებული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკელმა სამხედროებმა 7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს

სასამართლო პროცესის შემდეგ ფლორიდაში დაბრუნებულმა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა. მისი თქმით, ერთადერთი დანაშაული, რაც ჩაიდინა, ამერიკელი ერის დაცვა იყო მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს. 

“არასდროს მიფიქრია, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რაც მე ჩავიდინე, იყო უშიშრად დავიცვა ჩვენი ერის მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს”, – თქვა ტრამპმა.

მანამდე ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. პროკურატურა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებას ედავება. საქმე ეხება პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას. გამოძიება ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც 2016 წლის არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ახალი სახეები წარადგინა. პარტიას ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი შეუერთდნენ.

“ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, მე თავს არ შეგაწყენთ კონკრეტული ადამიანების წარდგენით, იმიტომ რომ მათი ქვეყნის წინაშე დამსახურებების მიხედვით, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამ ადამიანებს წარდგენა არ სჭირდებათ, თუმცა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ისინი ენმ-ში დაიკავებენ საკვანძო თანამდებობებს, ბატონი ზაზა გოგავა და ბატონი მამუკა ყურაშვილი. ბატონი ზაზა დაიკავებს ადგილს ენმ-ს სამდივნოში, ბატონი მამუკა ყურაშვილი მაღალ თანამდებობას თბილისის ენმ-ის ორგანიზაციაში”, – თქვა ხაბეიშვილმა. 

სახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

„2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.