25 თებერვალს ტვიტერის სოციალურ ქსელში გაჩნდა ახალი პოსტი: “We are helping you in the cyber war with Russia. @YourAnonNews #anonymous 🇬🇪 საქართველოდან!”. ჰაკერთა ქართულმა ქსელმა დახმარების ხელი გაუწოდა უკრაინელ ერს და აქტიურად ჩაერთო რუსული დეზინფორმაციის წინააღდეგ ბრძოლაში.

GNG (Gerogian Network Guys)- აღნიშნული სახელით გამოჩენილმა ქართველ ჰაკერთა ქსელმა მრავალფეროვანი ოპერაციებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. გთავაზობთ მათთან ინტერვიუს:

გამარჯობათ, სამი დღეა გამოჩნდით საზგადოებაში, რას მივაწეროთ თქვენი გააქტიურება?

ვეხმარებით მეგობარ ქვეყანას უკრაინას.

აქამდე თუ მიგიღიათ მსგავს ომში მონაწილეობა?

დიახ ანონიმურად.

რომელ ქვეყნისთვის ან რომელი ქვეყნის წინააღმდეგ?

ანონიმურად დავტოვებ ჩვენ ვიბრძვით უსამართლობის წინააღმდეგ.

საზოგადოებას ცოტა მეტი რომ ვუთხრათ თქვენს შესახებ?

ჩვენ ვართ GNG ჩვენ ვიცავთ სამართალს და ადამიანებს რომლებსაც სამართალი უყვართ! ვცდილობთ მსოფლიოში დავთესოთ სამართალი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე კონკრეტული გეგმა. ჩვენ ვართ მუდამ ხალხის გვერდით როდესაც ვხედავთ უსამართლობას.

რამდენად უტევთ ქართულ საიტებს?

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევუტიოთ ქართულ საიტებს.

რამდენად მჭირდო კავშირი გაქვთ Anonymous-ის ჯგუფთან?

Anonymous-ის ჯგუფს ყოველდღიურად ვწერთ და ისინიც ამავდროულად გვწერენ! მოკლედ რომ ვთქვათ ერთმანეთს ვეხმარებით.

ჰაკერები საზოგადოებაში მაინც კანონდარღვევასთან ასოცირდება როგორ აუხსნიდით საზოგადოებას თქვენ საქმიანობას? მაგალითად უკრაინამ საინფორმაციო ომი ჰაკერების დახმარებით მოიგო.

ჩვენ ასე ვთქვათ კეთილი ჰაკერები ვართ! ვეხმარებით ხალხს, კი მართალია ყველამ იცის რომ ჰაკერი არი კრიმინალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხალხმა დაინახა რა შეგვიძლია და როგორ ვიყენებთ. ხოლო უკრაინას კიდევ ბევრ რამეს მოვაგებინებთ.

საზოგადოებაში თქვენმა აქტიურობამ ცოტა დაბნეულობა გამოიწვია, თქვენი განხორციელებული ოპერაციები რომლები იყო?

რაც ტვიტერზე დევს გვიდევს ყველაფერი. ლისტს ვერ შევადგენთ ცალი ხელით რუსულ საიტს ვუტევთ!

ბევრს აინტერესბს როგორ შეიძლება გახდეს ჰაკერი, რა უნარები და დრო შეიძლება დასჭრდეთ?

ერთადერთი უნარიარის მონდომება დრო კი დაახლოებით სამი წელი.

სად და როგორ შეიძლება ისწავლოს?

youtube და google კარგი მასწავლებლები არიან.

კეთილ ჰაკერებს ვესაუბრებით საუკეთესო მრჩეველი იქნებოდით, როგორ შეიძლება დაიცვას თავი საზოგადოებამ ბოროტი საზოგადოებისგან?

  1. დააკვირდით ლინკებს,
  2. შედით ნაცნობ საიტებზე ეცადეთ თავი აარიდოთ უცხო საიტებს
  3. შეეცადეთ არ გასაჯაროვდეს თქვენი IP (Internet Protocol),
  4. შეცვალეთ პაროლი ყოველ 1 თვეში.

როგორ შეიძლება დაგიკავშირდეთ ადამიანი თქვენს ქსელში გასაწევრიანებლად?

ტვიტერით ან ჩვენ თვითონ დავინტერესდებით.

და ბოლოს ექსკლუზიურად რის თქმა შეგიძლია?

მალე დაიდება სერიოზული რუსული საიტის ბაზა.

დროიდან და ანონიმურობიდან გამომდინარე შევძელით მოგვეწოდებინა მკითხველისთვის მცირეოდენი ინფორმაცია ქართველი ჰაკერების შესახებ, რომლებიც ვირტუალური სამყაროს გამოყენებით ძლიერ და მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ მტერს.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მათ მიერ ბოლო სამი დღის გმირობები:

edu.gov.ru offline by GNG! 🇬🇪 🇺🇦, http://fsb.ru by GNG! 🇬🇪 🇺🇦, RUSSIA – Documents / Military Studies / Passwords HACKED! https://dropbox.com/s/kfjpydixt2v4xpc/RUSIAN_Intel.zip?dl=0… GNG! 🇬🇪 🇺🇦, Tango Down! http://alfabank.com ! STOP WAR! GEORGIA | UKRAINE GNG! 🇬🇪 🇺🇦, TANGO DOWN!(BY GNG) https://sberbank.ru STOP WAR! GNG! 🇬🇪 🇺🇦, TANGO DOWN! Biggest russian hacking forum! https://xss.is GNG! 🇬🇪 🇺🇦, http://kremlin.ru downed by GNG! 🇬🇪 🇺🇦, https://raidforums.com BY GNG! 🇬🇪 🇺🇦, http://vtb.com BY GNG! 🇬🇪 🇺🇦, http://chechnya.gov.ru DOWN! BY GNG! 🇬🇪 🇺🇦, http://rt.com GNG! 🇬🇪 🇺🇦, We Hacked Sberbank ATM information 5000+. Also we hacked Sberbank Card information. We also Got privatbank Databases @privatbankua Please Upgrade Cybersecurity! ჩვენ გავტეხეთ სბერბანკის ბანკომატების ინფორმაცია და სბერბანკის კრედიტ კარტების ინფორმაცია., Russian Routers! @YourAnonNews By GNG, Moscow Database of oligarchs ! მოსკოვის მაღალჩინოსნების ბაზა!, Moscow oligarch Database – https://pastebin.com/raw/CxUumYkd მოსკოვის ოლიგარქების ინფორმაცია! BY GNG, http://tinakandelaki.ru by GNG ! შეგისრულეთ მოთხოვნა!, https://1xbet.com/ka/ DOWN! BY GNG ! BIG RUSSIAN ONLINE CASINO WEBSITE. ყველაზე დიდი რუსული ონლაინ კაზინოს საიტი.

სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას. ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისათვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას.

ეროვნული ბანკი ეტაპობრივად გაგაცნობთ ინფორმაციას ქართულ საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საზღვარზე მივიდა უკრაინიდან ლტოლვილებთან შესახვედრად.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ. უკრაინელების ცოცხალი ჩვენებები გვახსენებს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. მოლდოვის რესპუბლიკა არის ნეიტრალური სახელმწიფო, ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა და მოვუწოდებთ ყველას, აღადგინონ მშვიდობა. ამ რთულ დღეებში მე ვამაყობ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებით, რომლებმაც ამხელა სოლიდარობა და ადამიანობა გამოავლინეს და დახმარების ხელი გაუწოდეს ჩვენს მეზობლებს, რომლებსაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მოვუწოდებ ერთიანობის, სიმშვიდისა და სიფხიზლისკენ. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“.-განაცხადა სანდუმ.

🇺🇦 სოლიდარობის ნიშნად, დღეიდან უკრაინის მიმართულებით ზარები უფასო გახდა 💙💛დარეკე უკრაინაში უფასოდ, როგორც სილქნეტის მობილური, ისე ფიქსირებული ქსელიდან.

დარეკვისას აკრიფე:

🔵 მობილურიდან +380 ან 00 380

🟡 ფიქსირებული ქსელიდან 00 380 ან 1016 00 380

ვოლოდია სოლოვიევი კრემლის ერთ ერთი აქტიური რუპორი პუტინს უკვე ღიად ადანაშაულებს:

“რატომ ეს ყველაფერი მე? მე რა შუაში ვარ? მე მქონდა შესანიშნავი ცხოვრება, მე მქონდა ყველაფერი კარგად. ყველა ჩვეულებრივ მოგზაურობს ევროპაში, მე არ შემიძლია. რატომ არ შემიძლია ვისარგებლო ეფლით, გუგლით? რატომ არ შემიძლია გავფრინდე სადაც მინდა? ეხლა ვხედავ არავის უნდა ჩვენი დანახვა”

“რუსეთი უკრაინაში გაიჭედა და მაღალ ფასს გადაიხდის, ყველა მიმართულებით, ეს ნათელია. და ჩვენ?ანუ აქ რა ხდება, რას ვაკეთებთ სახელმწიფო დონეზე.ყველაფერს აქვს შინაარსი ანუ შიგთავსი და აქვს ფორმა, ეს პრემიერის განცხადებებს ეხება, გასაგებია რაც თქვა, მაგრამ ასე რატომ და საერთოდ რა საჭირო იყო.გავიგეთ რომ ტანკის ლულაში ჯოხს არ ყოფენ, მაგრამ ამავე ლულას რუსებს რატო უპრიალებენ?ბატონი ბიძინას გარე პოლიტიკა მარტივი ორ სკამზე ჯდომა იყო, ანუ დასავლეთს უღიმოდა და რუსებს თვალს უკრავდა. ბოლო ორი წელი ეს გაუჭირდა, დასავლეთი სულ უფრო ღიზიანდებოდა და ღიმილის აღარ წამდა, თუმცა ბიძინა თვლიდა რომ ისევ “გაუქაჩავდა”ეხლა სიტუაცია თავდაყირა დადგა, უცებ ყველაფერი გახდა ძალიან შავ-თეთრი.

ამ ფონზე ეს პოლიტიკა უცებ წამგებიანია თან ორივე მხარეს.დასავლეთისთვის არასაკმარისად დემოკრატიული და უკვე მათი ნაწილისთვის პრორუსულიც კი ხარ, და ჭკუა დაკარგული პუტინისთვის არასაკმარისად სანდო და ლოიალური ხარ, ოლიგარხი რომელსაც ვერ და არ გენდობა, რამეთუ შენი ღიმილები დასავლეთის მხარეს იცის.აქ უკვე კეთდება არჩევანი, და მივდივართ ტანკის ლულის პრიალზე. არჩევანი საით?ნუ, როცა შენი ქმედებები და განცხადებები რუსეთის მუდმივი სატელიტის, სერბეთის განცხადებებს ემთხვევა და რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს ახარებს, ალბათ გასაგებია საით.

მთავარია ომი არ იყოს. მადლობა ბატონ ბიძინას”-წერს ნოდარ ხარშილაძე.

„გრძელდება ჩვენი ერთობლივი, ისტორიული კოორდინაცია. ლიდერებმა გადაწყვიტეს, გათიშონ სანქცირებული ძირითადი რუსული ბანკები SWIFT-იდან, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი და აამოქმედონ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივებს გამოავლენს. ლიდერები ვალდებულებას იღებენ, მიზანში ამოიღონ რუსეთის ცენტრალური ბანკი, რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. ვგეგმავთ ისეთი ზომების მიღებას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი ცენტრალური ბანკის გამოყენება საკუთარი ვალუტის გასამყარებლად და ჩვენი სანქციების გავლენის შესამცირებლად. მიმდინარე კვირაში ჩვენ გავააქტიურებთ მრავალმხრივ ტრანსატლანტიკურ სამუშაო ჯგუფს, სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების აქტივების გამოსავლენად, მოსაძებნად და გასაყინად – მათი იახტების, მათი სასახლეებისა და ნებისმიერი სხვა უკანონო შემოსავლის, რომელიც შეგვიძლია, ვიპოვოთ და გავყინოთ კანონის შესაბამისად. ჩვენ, ასევე, ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები მოქალაქეობის გაყიდვის შესამცირებლად, ე.წ. ოქროს პასპორტების, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუსებს, გახდნენ გარკვეული ქვეყნის მოქალაქეები, რათა მიიღონ წვდომა ჩვენს ფინანსურ სისტემებზე.” – აშშ-ის თეთრი სახლის განცხადება.

მოქალაქეთ გაერთიანებამ და რამდენიმე მოძრაობამ დღეს მანიფესტი წარადგინა სახელწოდებით “გადადგეს პრემიერი”

დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ საქართველო არ შეუერთდება არც ერთ სანქციას ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ(წყარო – https://formulanews.ge/Phrase/65236) – არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური. 

აღსანიშნავია, რომ ეს სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა 25 თებერვალს – დღე, როდესაც 101 წლის მოხდა საბჭოთა ოკუპაცია. ეს არის რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკა!

ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება:

  1. საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლს – აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები (ი.ღარიბაშვილის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის “აღიარებას”);
  2. საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – მუხლი 1, 2 – გაწერილია საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ;
  3. საქართველოს კანონი – თავისუფლების ქარტია – მუხლი 1;
  4. უკრაინის კონსტიტუციის 133 მუხლი – სადაც გაწერილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა (დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი – უკრაინაა).

ბატონო ირაკლი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვემიჯნებით თქვენი, როგორც პრორუსი, რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკის გამნტარი, სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივ პათოსსა და განცხადებას! ეს არის თქვენი შეხედულება, ეს არ არის ჩვენი პოზიცია!

ბატონო ირაკლი, თქვენი განცხადება არის სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და 2 ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის დამაზიანებელი! ეს ემსახურება მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკა!

ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ – დაუყოვნებლივ მოიხადოთ ბოდიში, შეუერთდეთ სანქციებს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და დაუყოვნებლივ გადადგეთ თანამდებობიდან!

20% of Georgia is occupied by Russia!

Abkhazia and South Osetia is Georgia!

7% of Ukraine is occupied by Russia!

Donetsk, Lugansk and Crimea is Ukraine!

„ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/
„მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
„ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
„ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება – ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
“თავისუფალი ხმა” /ნ.კურტანიძე/
საინიციატივო ჯგუფი – “ხალხის ხმა” /მ.მინდიაშვილი/

მანიფესტის ლინკი:

https://manifest.ge/item/3623?fbclid=IwAR2TGEi1AIEuL7gkNvrhH4M6GyGN9C6Hy1KWMzKWN6-Tz7GOS4PSyoaTZ74

ჩინურმა კომპანიებმა დროებით შეაჩერეს ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან, რომელიც ზღვით მიეწოდება შორეული აღმოსავლეთის პორტებიდან. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, მიწოდების შეჩერება აუცილებელია, რათა ჩინურმა მხარემ შეძლოს უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგების შეფასება. საუბარია პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია რიგი ბანკების უარს რუსული ნავთობის მყიდველებისთვის აკრედიტივების გახსნაზე. ამიტომ, ჩინეთიდან მოვაჭრეები ელიან მომარაგების დაფინანსების სიტუაციის გარკვევას.

პარასკევს ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ქვანახშირის ფასებმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ფონზე დაიწყო ზრდა. ჩინეთში ნახშირზე მოთხოვნამ მკვეთრი მატება დაიწყო, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია, რადგან მყიდველები ენერგომომარაგების შეფერხების რისკებს ხედავდნენ. თებერვლის დასაწყისში როსნეფტმა და ჩინეთის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (CNPC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩინურ გადამამუშავებელ ქარხნებში 100 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდების შესახებ.

ჩინეთში ნავთობის მიწოდება ყაზახეთის გავლით 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. ნედლეულის გადამუშავება მოხდება ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ქარხნებში, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის საჭიროებები ნავთობპროდუქტებზე.

შავ ზღვაში ზმეინის კუნძულზე 13 უკრაინელი მესაზღვრე ალყაში დაიღუპა რუსული ჯარების სარაკეტო და საარტილერიო დარტყმის შედეგად. სანამ უკრაინელმა მესაზღვრეებმა დანებების შეთავაზებას მიიღებდნენ უპასუხეს: “რუსული ხომალდი, წადი შენი”

უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის საჯარისო ნაწილების  მობილიზებისა და დაძაბული საომარი ვითარების ფონზე, ბაიდენსა და პუტინს შორის სატელოფონო საუბარი შედგა. 2 საათიანი საუბრის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ საკმაოდ დადებითი გზავნილები გააკეთა ნატოს და უკრაინის შესახებ.

მომდევნო დღეს პრეზიდენტ ბაიდენს საუბარი ჰქონდა ევროპის 9 მოკავიშირესთან უკრაინაში არსებულ ვითარებასა და სიატუაციდაან გამოსავლის პოვნაზე. 

10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაიდენმა მინიშნება გააკეთა დონბასის შესაძლო ავტონომიაზე. ამ მინიშნებას ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოყვა პოლონეთის უკრაინის და ბალტიის ქვეყნების მხრიდან. რის შედეგადაც სატელეფონო საუბარი შედგა ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ამერიკა დგას უკრაინის გვერდით და მოამზადებს სანქციების პაკეტს.  პაკეტის ხსენებამ და შიშებმა ახალ ეკონომიკურ სანქციებზე, ძლიერი მოკლე ვადიანი დარტყმა მიაყენა რუსულ საფონდო ბირჟებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული გასაყიდი აქციების რაოდენობა და შემცირდა საინვესტიციო დაინტერესება.

ამ ყველაფრის განსამუხტად რუსეთმა განაცხადა, რომ ის ახდენს მისი საკუთარი არმიის საკუთარ ტერიტორიაზე როტაციას. არაფერი კავშირი არ აქვს უკრაინასთნ, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული სიტუაციის განსახილველად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თუ როდის არის მოსალოდნელი ასეთი პირდაპირი კონტაქტი დიმიტრი პესკოვს არ დაუზუსტებია, მან თქვა მხოლოდ, რომ მანამდე უკრაინაზე საგნობრივი საუბარი მათ ნდობით აღჭურვილ პირებს შორის გაიმართება.

ღამის კლუბების ინფორმაციით, “ხიდს”, “ბასიანსა” და “მონოჰოლს” ლუქავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, კლუბ KHIDI-ის წარმომადგენელი, სოფო ებრალიძე ავრცელებს. 

მანამდე კლუბ “ბასიანის” დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა დაწერა, რომ “ბასიანის” დალუქვა დაიწყეს და სავარაუდოდ, სხვა სივრცეებშიც იგივეს იზამდნენ.

პოლიტიკური ამნისტია, რომელიც 2003 – 2021 წლამდე პერიოდზე გავრცელდება და ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, ქართულ ოცნებას ექნება გარანტია, რომ პოლიტიკური დევნის მსხვეპლი არ გახდება- ინიციატივა, ამნისტიის შესახებ დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ხელმძღვანელმა, პრეზიდენტთან განიხილა.

ეკა გიგაური ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე დეტალურად მსჯელობენ, პოლიტიკური ამნისტია კი ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საფუძველი გახდება.

გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5 500 ლარი ექნება. “ოცნების” საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა და ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაუზარდა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებსაც.

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარი იქნება. ჩინოვნიკების ხელფასების გარდა, იზრდება აიპების დაფინანსებაც.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია ენმ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი  ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და პარტაქტივის ინტერესებსაა მორგებული და არაა გათვალისწინებული მოსახლეობის პრობლემები და ინტერესები. 

მიმდინარე წლის 10 თვეში 11,2 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია იქნა მოხმარებული საქართველოს მასშტაბით. რაც წინა ანალოგიურ წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

დღესითვის ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი და პირდაპირი მომხმარებლები გახლავთ, ქვემოთ ჩამოთლილი კომპანიები. „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 739,0 მლნ კვტსთ. „ბი ეფ დი ესი” – 355,1 მლნ კვტსთ. „ჯორჯიან მანგანეზი” – 307,3 მლნ კვტსთ. „რუსთავის აზოტი” – 205,8 მლნ კვტსთ.„ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 168,2 მლნ კვტსთ. 



„ბი ეფ დი სი”, რომლის ყოფილი თუ ამჟამინდელი მესაკუთრე, ბიძინა ივანიშვილია, მდებარეობს ქალაქ გორში, მოსკოვის ქუჩა ნომერ ერთში. აღნიშნულ მისამართზე, მაინინგის ქარხანაში, რეესტრის მონაცემებით კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიაა რეგისტირებული.
ბოლო კვლევებით აღნიშნული კომპანია მოიხმარს უფრო მეტ ელექტროენერიას, ვიდრე საქართველოს რკინიგზა და თბილისის მეტროპოლიტენი ერთად აღებული.
საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებულ ოთხ ბიტკოინმომპოვებელ კომპანიას მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მიეწოდა 425,8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. ეს მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე მათ მიერ შარშან შესაბამის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგია, მაგრამ ნაკლებია 2019 წლის მოხმარებასთან შედარებით (622,5 მლნ კვტსთ).  


2015-2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარების დიაგრამა საქართველოს მასშტაბით. 

კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიების როლი, საქართველოს ეკონომიკაში თითქმის ნულოვანია. დასაქმებულია რამდენიმე ათეული ადამიანი და განთავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. უფასოდ ფლობენ მიწებს და მათი შენატანი, ქვეყნის ბიუჯეტში იმაზე ნაკლებია, ვიდრე თბილისში მდებარე “მაკდონალდსის” ტიპის ერთი ან ორი რესტორნის.
.
ელექტროენერგია მათ მიეწოდებათ შეღავათიან ფასად. (არ იხდიან დღგ-ს). ელექტროენერგიით მათ მოსამარაგებლად გვაქვს ორი გზა. განვახორციელოთ ძვირადღირებული იმპორტი, რაც იწვევს ვალუტის გადინებას ან უნდა ავაშენოთ ახალი სიმძლავრეები. ავაშენოთ რისთვის, რომ ვკვებოთ ბი-ეფ-დი-სის მსგავსი ენერგოვამპირები? ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად Საჭიროა, მეტი ყურადღების გამახვილება მთავრობის მხრიდან. მოსახლეობასთან და მსავსი სიდიდის საწარმოებთან, თანასწორ უფლებიანი გარემოს შექმნა. ყველაფერი ამისთვის საჭიროა, მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო ცვლილება.