ზელენსკის თქმით, უკრაინელებისნაირი ერთგული ადამიანების ყოლა ბედნიერებაა და მათი წინააღმდეგობა წარმატების სიმბოლოა. პრეზიდენტი უკრაინელებს მოუწოდებს , რომ გაუძლონ იქამდე, სანამ რუსებს არ გაყრიან, იბრძოლონ ყველგან და ყველაფრით საკუთარი მიწისა და ოჯახებისთვის და ყველა ერთად, მთელი უკრაინა, დაამარცხებს დამპყრობლებს.
“უკრაინის არცერთ ნაწილში არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ მათი ქვეყანა მათზე არ ფიქრობს, ან არ ახსოვს. ყველა ჯერზე, როდესაც გტკივათ, გიმძიმთ, როცა ყველაფრის წინააღმდეგ მიდიხართ, გევედრებით, იცოდეთ, რომ ამ დროს ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ და გული გვისკდება, რადგან ადგილზე ვერ ვართ. გთხოვთ, გაუძელით იქამდე, სანამ უცხოტომელებს არ გავყრით. თქვენი წინააღმდეგობა წარმატების სიმბოლოა. ბედნიერებაა, რომ თქვენნაირი ადამიანები გვყავს. ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ,“- ამბობს ზელენსკი