გიორგი ფავლენიშვილმა დღეს ტვიტერის გვერდზე განცხადება გააკეთა რომ , საქართველო ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას განაცხადებს ბელორუსიის ქალაქ ბელოვეჟსკაია პუშჩაში. შეგახსენებთ რომ ეს ის ადგილია სადაც სსრკ დაიშალა 1991 წელს .
სადღეისოდ ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 47 სახელმწიფო** : ისლანდია და გერმანია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტეინი (1978), სან მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1990), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა, სლოვენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, რუმინეთი (1993), ანდორა (1994), ლატვია, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, “იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია” (1995), რუსეთის ფედერაცია და ხორვატია (1996), საქართველო (1999), სომხეთი, აზერბაიჯანი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია (2003), მონაკო (2004) და მონტენეგრო (2007).
ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირი 25 წელზე მეტს ითვლის და დღეს ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2016 წლიდან პარტნიორობა ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ორ მხარეს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველს უზრუნველყოფს.

ამ ურთიერთობის მნიშვნელოვან შედეგებს შორის არის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ, რომლის შედეგადაც ევროპული ბაზარი გაიღო ქართული ბიზნესისა და პროდუქციისთვის, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში.

მეტი ინფორმაციის მისაღებად ევროკავშირსა და საქრთველოს უერთიერთობებზე. გარდა ამისა, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გასცემს გრანტების სახით საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად. ეს დახმარება ძირითადად მიმართულია ეკონომიკური განვითარებისა და განათლების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადამიანებს შორის კონტაქტის განმტკიცებისკენ. დახმარება გაიცემა როგორც მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილი გრანტების სახით. გარდა ამისა, დახმარების ფარგლებში ქვეყნას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „ერაზმუს+“, “ჰორიზონტი 2020“ და „შემოქმედებითი ევროპა“.

ვებგვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია ამ დახმარებისა და ადგილზე მისი ზეგავლენის შესახებ.



უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი 2 მარტისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარისგან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მოლაპარაკებათა შემდგომ რაუნდამდე ითხოვეს, თუმცა რუსულმა მხარემ, ამისი გარანტია მათ არ მისცა.

ამასთანავე, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დიპლომატებმა რუსული მხარის მიერ წამოყენებული რამდენიმე პირობაც დაასახელეს, რომელთა შორის არის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რომელიც განმტკიცებული იქნება უკრაინის კონსტიტუციით, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.

უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში და უკრაინის დენაციფიკაცია.

პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად აპირებს.

„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი – მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე, პარლამენტის წევრები შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

“ნაციონალურ მოძრაობას” დააგვიანდა, მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო “ქართული ოცნების” გუნდმა. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ასევე, შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ ღია ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც შესაძლოა თქვენ ინტერესი გქონდეთ, თუმცა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე”, – აცხადებს ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობ
ს.

ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ფრანგული დელეგაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ტოვებს ათობით დიპლომატი დარბაზს მაშინ, როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ის სხდომას პიროვნულად ვერ ესწრება „იმ აღმაშფოთებელი ზომების გამო“, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით აამოქმედა.

რუსეთის არმიის კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზია თუ რას წარმოადგენს, ნატოს დაზვერვაზე უკეთ შეიძლება არავინ იცოდეს, რადგან ის მოსკოვთანაა დისლოცირებული და კრემლში, როდესაც შიდა სახელმწიფო გადატრიალებები ხდებოდა (სტალინის სიკვდილის შემდეგ 1953 წელს, 1991 წელს „გე-კა-ჩე-პე“-ს და 1993 წლის რუსეთის დუმასთან ბრძოლის დროს), ამ დივიზიის ტანკები მოსკოვის ცენტრში შეჰყავდათ, ხოლო 1993 წელს, რუსეთის პრეზიდენტის – ელცინის ბრძანებით მოსკოვში, რუსეთის „თეთრ სახლსაც“ – სახელმწიფო დუმის შენობასაც კი დაუშინეს 125 მმ-იანი ჭურვები, რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებდა…

და ამ ელიტური რუსული სამხედრო შენაერთის ტანკებს დღეს უკრაინის სუმსკის რაიონის სოფელ ჩუპახოვკას მცხოვრებლები თავის სახლებთან, შუა გზაზე პოულობენ… ტანკისტების გარეშე, სრულიად მიტოვებულს.

თანაც, ეს უბრალო ტანკები არ გეგონოთ – ესენი აირტურბინიანი Т-80У-ებია, სხვანაირად მას „ლა-მანშის ტანკებსაც“ ეძახდნენ პირველი ცივი ომის დროს, რადგან აღმოსავლეთ გერმანიაში დისლოცირებული ამ ტანკების ეკიპაჟების მთავარი საბრძოლო ამოცანა ატლანტიკის ოკეანისკენ, ლა-მანშის სრუტისკენ შეუჩერებლივ გაჭრა წარმოადგენდა, მით უმეტეს, აირტურბინიანი ძრავა ასფალტირებულ გზაზე Т-80У-ს მაქსიმალური, 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდა – ტრასაზე ამ სიჩქარით მოძრავი 42 ტონიანი რკინის მონსტრი თავად წარმოიდგინეთ…

მაგრამ პუტინმა მეორე ცივი ომის მთავარი საბრძოლო ამოცანის – ისევ ლა-მანშისკენ გაჭრამდე, თავის ელიტურ ტანკისტებს ჯერ „პატარა საქმის“ მოგვარება დაავალა – უკრაინის საბოლოო მოთვინიერება ორ-სამ დღეში და რუსი ტანკისტებიც სხვა დანაყოფებთან ერთად, უკრაინისკენ დაიძრნენ, ისინი ხომ ისეთივე გასეირნებას მოელოდნენ, როგორც რვა წლის წინ, ყირიმის „ქურდულად“ ოკუპაციის დროს…

მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის მეორე დღესვე რუსმა ტანკისტებმა დაინახეს, რომ თურმე უკრაინელებს კარგად გამოსდით ასე ნაქები საბჭოთა/რუსული ტანკების აფეთქება…

მაგრამ ზემოხსენებულ უკრაინულ სოფელთან ეკიპაჟების მიერ მიტოვებული ტანკები, არათუ დაზიანებული, გაკაწრულიც კი არ იყო (ისე გაუკაწრავი ტანკი, ცოტა სასაცილოდ ჟღერს),უფრო მეტიც, საბრძოლო კომპლექტიც – ჭურვები და ვაზნები ტანკებში ჩატვირთული გახლდათ.

მაშინ რამ გააქცია ამ ელიტური რუსული დივიზიის ტანკისტები?

მიზეზი შეიძლება ძალიან ბანალური იყოს – ტანკებს უბრალოდ საწვავი გაუთავდათ!

საქმე ის არის, რომ დიზელის ძრავიანი Т-72 და Т-90 ტიპის ტანკები ჩვეულებრივ დიზელის საწვავს მოიხმარენ, Т-80У-ს გასაწყობად კი საავიაციო ნავთია საჭირო, სწორედ ისეთი, საბრძოლო „სუ“-ები თუ სამგზავრო „ბოინგები“ რომ დაფრინავენ.

მაგრამ სად ეშოვათ უკრაინის ერთი პატარა სოფლის შუაგულში რუს ტანკისტების „ბოინგის“ საწვავი?!

საერთოდ, სატანკო კოლონებს საწვავით სავსე მანქანა – ცისტერნები დაჰყვებიან უკან, მაგრამ ამ შემთხვევაში, პუტინის მიერ შექებული შოიგუს თავდაცვის სამინისტროს ზურგის სამსახურმა ვერ იყოჩაღა ან სულაც უკრაინელები მოიქცნენ ჭკვიანად და რუსულ ტანკებთან მძიმე ბრძოლაში ჩართვას, ამჯობინეს სატანკო კოლონის კუდში მიმავალი შეუჯავშნავი და ადვილ სამიზნედ ქცეული საწვავიანი მანქანა-ცისტერნების განადგურება ავტომატების ჩვეულებრივი ტყვიებით…

ასეა თუ ისე,უკრაინა-რუსეთის ომის მეოთხე დღეს უკვე შეიმჩნევა ერთი საინტერესო ტენდენცია – მცირე პრობლემისთანავე რუსეთის არმიის საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები დიდი ფიქრის გარეშე ტოვებენ მათ (ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრები ასევე გზაზე მიტოვებული რუსული „გრადისა“ და ქვემეხების) და თავს შველიან, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში შეჭრილი რუსი აგრესორების ნაწილში საბრძოლო სულისკვეთება დღითიდღე კატასტროფულად მცირდება და ეს მზარდი ტენდენციაა.

პ.ს. ისე, Т-80У-ს „გაძღობა“ საწვავით ძალიან ძნელია, რადგან 100 კმ-ის დასაფარად, თუკი დიზელისძრავიან Т-72-ს 240 ლიტრი დიზელის საწვავი სჭირდება, იმავე მანძილის გასავლელად Т-80У-ი 430-500 ლიტრ საავიაციო ნავთს წვავს, თანაც ეს მხოლოდ ასფალტირებულ გზაზე, თორემ გრუნტის გზაზე ასი კმ-ის გასავლელად Т-80У-ს შეიძლება 790 ლიტრი საავიაციო საწვავით კი დასჭირდეს.

პ.ს.ს. უკიდურეს შემთხვევაში Т-80У-ის ავზებში დიზელის საწვავის ჩასხმაც დასაშვებია (ოღონდ შემდეგ ტანკის საწვავის მომარაგების მთელი სისტემა უნდა გამოირეცხოს), მაგრამ რუსმა ტანკისტებმა მაინც თავის შველა ამჯობინეს…

უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაიგზავნა.

ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.

გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება – გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ქალაქ ლუბლინის (პოლონეთი) გავლით მიიღებს

უკრაინელი მესაზღვრეები, რომლებიც რუს ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიზე ებრძოდნენ, ცოცხლები არიან, თუმცა ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო საზღვაო ძალები ავრცელებს.
„მოხარულები ვართ გავიგოთ, რომ ჩვენი მოძმეები ცოცხლები არიან და კარგად არიან,“– ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები განმარტავს, რომ რუსული მედია ამ ამბის ინტერპრეტაციას იმგვარად ცდილობს, თითქოს „უკრაინის ხელისუფლებამ დაივიწყა და დაკრძალა თავისი ქვეშევრდომები“.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტმა სრულად გაანადგურა სამხედრო ინფრასტრუქტურა კუნძულზე, შესაბამისად, კავშირი სამხედრო შემადგენლობასთან გაწყდა და მრავალი ცდის მიუხედავად, მათთან კავშირი აღდგენილიყო ვერ მოხერხდა, მუდმივმა დაბომბვებმა რუსული სამხედრო გემებიდან კი საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების გაგზავნა შეუძლებელი გახადა.

ცნობისთვის, აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზმეინის კუნძულზე მყოფი 13 უკრაინელი მესაზღვრე რუსული სამხედრო გემების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

ვრცელდებოდა ჩანაწერი, სადაც რუსული საბრძოლო ხომალდიდან მესაზღვრეებს ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.

„გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით,“- მიმართეს უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლებიც მოთხოვნას არ დათანხმდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.

„ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, „ირაკლი ღარიბაშვილი რუსული გემის მიმართულებით არის წასაბრძანებელი“.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გამართულ პირველ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნახევარსაათიანი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას დაუთმო.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილის კრიტიკა შეეხო დასავლელ პარტნიორებსაც. მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბება, რისი შემჩერებელიც არავინაა და დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.

უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ არის აყვანილი.

კიევის ზოოპარკის მიმდებარედ ხანძარია. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში სროლების ხმა ისმოდა. შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ.

კიევის ერთ-ერთ მეტროსთან, უკრაინელებმა რუსული კოლონა გაანადგურეს.

უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებით, რუსი სამხედრო დამნაშავეები კიევში, თავისუფლების გამზირზე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს უტევდნენ. უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს

უკრაინულმა არმიამ სამხრეთით მდებარე ქალაქი ნიკოლაევი დაიბრუნა.

ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში 150-მდე სატრანსპორტო ვერტმფრენი და სახმელეთო ჯარია დაფიქსირებული. ამის შესახებ Reuters Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.


„და ბოლოს, “არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის ნომერ პირველი სამიზნე ვარ,“ — თქვა გუშინ ზელენსკიმ, თუმცა, Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების შეთავაზებას, მოსალოდნელი საფრთხეების გამო უკრაინის ტერიტორიის დატოვებაზე, ის არ დათანხმდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა არ დაუტოვებია.

“დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ინტერნეტში გამოჩნდა ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა მე მოვუწოდებ ჩვენს არმიას, დაყაროს იარაღი და მიმდინარეობს ევაკუაცია. მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სხელმწიფოს, რადგან ჩვენი იარაღი – ჩვენი სიმართლეა. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ბავშვები და ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ,” – ამბობს ზელენსკი.

“დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ – არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ!” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა და მტერმა ვერ მიაღწია მის მიერ დასახულს მიზანს – ის სუსტდება, უკრაინა კი ძლიერდება.

„რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ყველა მებრძოლს და ყველას, ვინც დადგა ქვეყნის დასაცავად! ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა გამოავლინეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები მოწინააღმდეგის ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების განადგურებისას. ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ქვეით ჯარს, საჰაერო ძალებს, მეზღვაურებს, ეროვნულ დაცვას, ეროვნულ პოლიციას, დაზვერვის სამსახურებს.

მოწინააღმდეგემ ვერ მიაღწია აქამდე დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. მისი ძალა სუსტდება. ჩვენ ვძლიერდებით ყოველ საათობრივად. მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ, არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ,“
– განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს ქვეყანაში ლიდერები მაშინ ჩამოვიდნენ, როცა საომარი მოქმედებები დასრულდა. ამის შესახებ გიორგობიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

“ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის.
მან თქვა რომ :

• საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება; მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ პოლიტიკას; ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და გაუთვლელი პოლიტიკა საქართველოში დასრულდა.

• ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს;

• ოპოზიციის ამოცანაა, პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს.

• პიარისთვის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვასა და პარლამენტში მისვლას არ აპირებს;

• უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს, რადგან ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია, უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია და არათუ ის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში;

• პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო და ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა; ასევე, ევროსაბჭოში საქართველომ უკრაინის მიმართ სრული სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა;

• პრემიერის დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში, გზავნილი გადასცეს, რომ საქართველო მზად არის, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს, ეს პროცესი გაგრძელდება საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში;

• მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს.


სანამ რამეს დაწერთ, იქნებ მოვლენების ქრონოლოგიას გაადავლოთ ხოლმე თვალი. აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებიბი დასრულდა…

სხვათა შორის, ომის დროს აირზენაში ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით… ბილეთს, ოღონდ მხოლოდ ერთ გზას…”
 – წერს ნინო გიორგობიანი. 

Sky News-ის ინფორმაციით, 27 ქვეყანა შეთანხმდა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი იარაღის, სამედიცინო მარაგების და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაზე.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა სამხედრო დახმარების შესახებ დონორთა კონფერენცია გუშინ ვირტუალურად გამართა.

კონფერენციას 25 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, დამატებით 2-მა კი, ვინც ამ შეხვედრას ვერ დაესწრო, განაცხადა, რომ დახმარებისთვის მზადაა.

დონორ ქვეყნებს შორის არის აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, მათ შორის ისინიც, ვინც NATO-ს ალიანსში არაა გაწევრიანებული.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება მოიცავს, როგორც ლეტალური შეიარაღებით დახმარებას, მათ შორის ტყვია-წამალსა და ანტი-საჰაერო იარაღებს, ასევე არა-ლეტალურ დახმარებასაც, რაც მოიცავს სამედიცინო მარაგებს. წყაროს ინფორმაციით, ამ დახმარებას უკრაინა სხვადასხვა ფრონტზე რუსულ ძალებთან ბრძოლისასაც მიიღებს.

ამ დროისთვის არაა ცნობილი, კონკრეტულად რა ტიპის იარაღის გაგზავნაზეა საუბარი, თუმცა Sky News-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ ნიდერლანდები უკრაინას 200 ერთეულ Stinger-ის რაკეტას გაუგზავნის.

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“დღეს არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას და სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს საპატრიარქოს სახელით გვინდა გამოუცხადოთ მათ თანადგომა და გამოვხატოთ მზაობა, მომართვის შემთხვევაში აღმოუჩინოთ მათ სათანადო დახმარება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

T. +995 551 35 55 33″



ილია მეორის კურთხევით კი ტაძრებში, უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იწყება.

“კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ინიციატივითა და ორგანიზებით, 27 თებერვლიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს” – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სხდომას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენების გამო არ დაესწრება.

მისი თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ფრაქცია არ დაესწრება ამ სხდომას და მიზეზები ახსნა.

„ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის, უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება და სწორედაც, რომ არასწორი სოლიდარობაა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის თემის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენება. უკრაინის საკითხი, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ.

ჩვენ გუშინ ვისმენდით, მათ შორის რიგგარეშე სხდომის ინიციატორების მხრიდან, რომ თითქოს, მათი სურვილი იყო პარლამენტში ერთობის დაფიქსირება. ამავე დროს გუშინვე ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც კვლავ აჩვენებს ფარისევლობას. ის აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება და როგორც პუტინი დამარცხდება უკრაინაში, იმავე მომენტში უნდა დამარცხდეს საქართველოს ხელისუფლებაც და ა.შ.

არანაირი ერთობის სურვილი, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ, ეს არის, მათ შორის, უღირსი მცდელობა, რომ უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის უსაფრთხოებას და ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოებას, აქციონ ყოველდღიური მერკანტილური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად. ამის დაშვებას ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

FaceBook

“საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?” – ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.

რადას დეპუტატისთვის ყველაზე გამაოგნებელი, საქართველოს პრემიერის განცხადება იყო, რომ უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად ვერ ჩავა, „რადგან უკრაინის თავზე ცა დაკეტილია“.

მან საქართველოს მოსახლეობას მიმართა, რამდენად მოსწონთ მთავრობის მეთაურის ეს განცხადებები.

“პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც კი არ აპირებს. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელია პასუხი მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად ვიზიტს კიევში. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია.

არაუშავს ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს თბილისისკენ ტანკები მოემართებოდნენ? ამას მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“- განაცხადა გონჩარენკომ.

ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების პაკეტი 5 პუნქტიანია: ფინანსური სექტორი, ენერგიტიკის სექტორი, ტრანსპორტის სექტორი, ექსპორტის ფინანსირების აკრძალვა და სავიზო პოლიტიკა.

ევროკომისიის პრეზიდენტის უსრულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციები რუსული საბანკო ბაზრის 70% შეეხება. ასევე სანქციები დაუწესდება წამყვან სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც თავდაცვის სფეროში მუშაობენ.

ლაიენის თქმით, ევროკავშირის სანქციები ხელს შეუშლის რუსეთს ნავთობის გადამუშავებასა და გაყიდვაში.

“მეორე, ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, საკვანძო ეკონომიკური არეალი, რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის. მესამე პუნქტი იქნება ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა. მეოთხე, რაც ევროკავშირის პაკეტში შევა, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვა იქნება”, – ამბობს ფონ დერ ლაიენი.

ასევე, სანქციები შეეხება დიპლომატების, მათთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ვიზებს.

“ეს მოვლენები ახალი ეპოქის დასაწყისია. პუტინი ცდილობს დაიმორჩილოს მეგობარი ევროპული ქვეყანა. ძალით ცდილობს ევროპის რუკის შეცვლას. ის დამარცხდება”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს – სამხედრო სასწავლებლების 20-21 წლის სტუდენტები, იუნკრები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის წითელი არმიისაგან.
1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრები: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი, არჩილ ჯანდიერი, გიორგი ანდრონიკაშვილი, გიორგი ზედგინიძე, გიორგი იაშვილი, ვახტანგ ისკანდერაშვილი, ივანე კერესელიძე, რევაზ ფავლენიშვილი, ივანე ჯამასპიშვილი, გრიგოლ კიკიანი, პალიკო ბეშქენაძე, ნიკოლოზ ზანდუკელი, ნიკოლოზ სტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, ნიკოლოზ კალანდარიშვილი, გენო ქარუმაძე, ვანო მუჯირიშვილი, სანდრო მუჯირიშვილი, ჯიშკარიანი, ირაკლი თოიძე, ბესარიონ კემულარია, არჯევან ანანიაშვილი, გაბრიელ გეხტმანი, მიხეილ იოსელიანი, გერონტი არჩვაძე, მარო მაყაშვილი.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომში, რუსეთის ყველაზე გამოკვეთილ და ჯერჯერობით ერთადერთ მოკავშირედ ლუკაშენკას ბელარუსი რჩება. correspondentma გადახედა, რა პოზიციები აქვთ სხვა ქვეყნებს რეგიონში და მათ შორის – საქართველოს უშუალო სამეზობლოში.

ბელარუსია

ერთ-ერთი მიმართულება, საიდანაც უკრაინას რუსეთმა სამხედრო ძალით შეუტია, სწორედ ბელარუსი იყო. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი კვირაა დგანან რუსეთის არმიის შენაერთები. ჩატარდა ერთობლივი მასშტაბური წვრთნებიც.

ომი უკვე დაწყებული იყო, როცა ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ მოუწოდა უკრაინას, რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმებით დაიწყოს მოლაპარაკებები მინსკში. რუსეთის პრეზიდენტის მიერ მანამდე გახმოვანებული მოთხოვნებია: დემილიტარიზაცია, ნატოზე უარის თქმა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარის თქმა.

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის გენშტაბმა ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო და ეს უსაფრთხოების მიზნებით ახსნა. ფრენა აიკრძალა 19 ათას მეტრზე დაბლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავები რეისების შესრულებას ვეღარ შეძლებენ.

ბელარუსი რუსეთის სამხედრო ალიანსის, ОДКБ-ს წევრია, რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად. როგორც რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა უთხრა სააგენტო “როიტერსს”, საჭიროების შემთხვევაში, თეორიულად, ორგანიზაცია მზად არის ჯარის უკრაინაში შესაყვანად.

თუმცა ამ ორგანიზაციის მწირი კონტინგენტი, სპეციალისტების აზრით, ზღვაში წვეთია რუსეთის მიერ უკვე გამოყენებულ თუ რეზერვში არსებულ სამხედრო შესაძლებლობებთან შედარებით. ბოლოს, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები იტყობინებოდნენ უკრაინის საზღვრებთან, 150 ათასი რუსი სამხედროს მობილიზების შესახებ.


თურქეთი

„თურქეთი გმობს და მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ“, – პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ეს სიტყვები თავდაპირველად სააგენტო „ანადოლუმ“ გაავრცელა ელვა-შეტყობინების სახით. ამავე წყაროს ცნობით, ანკარაში, პრეზიდენტ ერდოანის ხელმძღვანელობით გაიმართა თითქმის 2-საათიანი დახურული შეხვედრა უკრაინის შესახებ, ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

„ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს კიევის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის“, – წერს „ანადოლუ“.

მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც

„თურქეთი ეწინააღმდეგება საზღვრების შეცვლას სამხედრო ძალით. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არასამართლიანი და უკანონო ქმედება“, – წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, გავრცელდა ცნობები სატელეფონო საუბრის შესახებ – თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

დღის პირველ ნახევარში, ნატოს წევრ თურქეთს დახმარების თხოვნით მიმართა ანკარაში მოქმედმა უკრაინის საელჩომ.

„რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს და მეგობარ თურქ ხალხს, მხარი დაგვიჭიროს ამ ძნელ დროს“, – წერია საელჩოს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.

ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, რა სახის დახმარებას ითხოვს უკრაინა თურქეთისგან. თუმცა ამ თემაზე მსჯელობისას უკრაინელები აღნიშნავენ, რომ თურქეთს შეუძლია ჩაკეტოს დარდანელის სრუტე.

არ არის ცნობილი ანკარის პასუხი უკრაინის ამ თხოვნასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის თანახმად, ვლადიმირ პუტინი რეჯეპ ტაიპ ერდოანს 23 თებერვალს ტელეფონით ელაპარაკა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ.

„რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ილაპარაკა თავის ცნობილ ხედვებზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – წერს კრემლი, მაგრამ აღარაფერს აკონკრეტებს.

23 თებერვალს, პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი პრეზიდენტ ერდოანის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც იძებნება.

„იმის ხაზგასმით, რომ თურქეთი არ აღიარებს ნაბიჯებს, რომლებიც ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია პრინციპულია, პრეზიდენტმა ერდოანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მინსკის შეთანხმებებზე დაყრდნობით“, – წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როდესაც ეს სატელეფონო საუბარი შედგა, პუტინს უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ „მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს“, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე.

„დიპლომატია უნდა იყოს პრიორიტეტული და თურქეთმა შეინარჩუნა თავისი კონსტრუქციული პოზიცია ნატოს ფარგლებშიც“, – აღნიშნავდა ერდოანი, 23 თებერვალს, პუტინთან სატელეფონო საუბრისას და მან 24 თებერვალსაც გაიმეორა, რომ პროცესი დიპლომატიისა და მოლაპარაკებების ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს.


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ტვიტერის გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ მას 23 თებერვალს ჰქონდა სატელეფონო საუბარი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მათ შორის – უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი შეთანხმდნენ იმოქმედონ „კოორდინირებულად ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებში“.

აზერბაიჯანი
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“ იტყობინება, რომ იქმნება „თანამშრომლობის დე ფაქტო სამმხრივი ფორმატი“ აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა 24 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, ალიევმა ასეთი განცხადება გააკეთა 23 თებერვალს, მოსკოვში, ТАСС-ის სათავო ოფისში გამართული შეხვედრის დროს და ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის მედიასაშუალებების ხელმძღვანელები.

დროის იმ მონაკვეთისთვის რუსეთის პრეზიდენტს უკვე გამოცხადებული ჰქონდა უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის ორი რეგიონის – ლუგანსკისა და დონეცკის ავტონომიური ოლქების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ და ჰქონდა მიღებული ნებართვაც – რუსეთის არმიის სხვა ქვეყანაში გამოყენების თაობაზე.

ამავე წყაროს ინფორმაციით, იმავე შეხვედრაზე ალიევმა თქვა, რომ „რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით ნაბიჯი უკვე გადადგმულია“. სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა და ალიევმა 22 თებერვალს მოსკოვში გააფორმეს.

ჯერჯერობით, პრეზიდენტ ალიევის ოფიციალურ გვერდებზე არ ქვეყნდება ინფორმაცია ბაქოს პოზიციის შესახებ უშუალოდ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით. პრიორიტეტულ ინფორმაციას შორის ისევ ჭარბად არის პრეზიდენტ ალიევის მოსკოვში ვიზიტის ამსახველი ცნობები.

სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ გვერდებზე 24 თებერვლის საღამომდე საერთოდ ვერ ვხვდებით ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ინფორმაციის ჩამონათვალში მთავარი თემა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტია.

ფაშინიანი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. 24 თებერვალს ის უკვე შეხვდა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობათა წარმომადგენლებს.

„არმენპრესის“ შეკითხვაზე საპასუხოდ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, 23 თებერვალს განაცხადა, რომ ერევანი მხარს უჭერს „ორ მეგობარ ქვეყანას შორის პრობლემების დარეგულირებას, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით“ და ეს უნდა მოხდეს „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შესაბამისად“.

მანამდე, მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერევანი არ აპირებს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარებას.

ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს საფუძვლად უდევს „ნატოს პროვოკაციები“. ირანი არ ამართლებს საომარ მოქმედებებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას.

„აუცილებელია, რომ რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. თეირანი სამხედრო ბერკეტებს არ თვლის დაპირისპირების გადაწყვეტის გზად. აუცილებელია კონცენტრაცია პრობლემის პოლიტიკური და დემოკრატიული გზით გადაწყვეტილებაზე“, – ირანელი მინისტრის სიტყვებს „ანადოლუ“ ავრცელებს.

ყაზახეთი

ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა, 24 თებერვალს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კითხვაზე, აპირებს თუ არა ყაზახეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი ამას მოითხოვს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (“ოდეკაბე”) ფარგლებში, უპასუხა, რომ არა.
აშიმბაევმა თქვა, რომ ოდეკაბეს სამშვიდობო ჯარების გამოყენება მხოლოდ ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შეუძლია. მოსკოვის ლიდერობით შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.