უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა გერმანულ ZDF-თან ინტერვიუში განცხადება გააკეთა. მისი თქმით : “პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, არ მგონია, მას ეს მაჩო ომი დაეწყო. თუ გსურთ ტოქსიკური მასკულინობის კარგი მაგალითი, ის ზუსტად ასეთი ადამიანია.

ბორის ჯონსონმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს და უკრაინას ყველა შესაძლო საშუალებით დაეხმარებიან, რათა მან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თურქულ გამოფენას მასპინძლობს.  ექსპოზიციაზე სახელწოდებით „თურქული სახლები“ ფოტოებთან ერთად  თურქეთის სახლებისთვის დამახასიათებელი დეკორაციებიც  იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით  სხვა და სხვა ქვეყანაში ეწყობა. თბილისში კი 5 ივლისს 18:00 საათზე გაიხსნება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გახსნას თურქეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი თბილისში, ბატონი ალი ქაან ორბაი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გამოფენა ხუთი დღე გაგრძელდება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

გახსნის თარიღი: 5 ივლისი, 2022 წ.

გახსნის დრო: 18:00 სთ.

ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. 22

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67 % აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მაისის თვიდან, ლარის გამყარების დინამიკა გამოიკვეთა, 2022 წლის II კვარტალში, მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ბიზნესი კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გამყარებას მოელიან მომდევნო 6 თვეში. მეტიც, 2021 წლის IV კვარტალიდან ყოველკვარტალურად მცირდება კომპანიებში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, მეორე ადგილზეა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, რომელთაგან ყველაზე მწვავედ მარეგულირებელი გარემო და ადმინისტრაციული საკითხები სახელდება. საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემა და Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ბიზნესსაქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები, მიმდინარე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 18 და 38 პროცენტული პუნქტებით შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

კვლევის თანახმად, სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მწვავე პრობლემას მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს, კერძოდ, 90%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეორე კვარტალში აღნიშნული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ისევე როგორც სპეციალისტების ნაკლებობა თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა სექტორისთვის, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა წინა კვარტალთან შედარებით, გამწვავდა ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში. მოთხოვნის სიმცირე როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი ყველაზე ხშირად მომსახურების სექტორში დასახელდა.

მოგეხსენებათ პარტია “ქართული ოცნება” სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. მათ ამ გადაწყვეტილებას პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“ისეთ აბდაუბდას ამბობენ თავად სოზარი და ასევე მამუკა მდინარაძე პარტიიდან გასვლაზე რომ აშკარად sms მიიღეს და ახსნა-განმარტებისთვის დარეკვა ვერ მოასწრეს” – წერს ანა დოლიძე

24 ივნისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ორმა პირმა, ტყეში 68 წლის კაცი სცემეს, თანხა გასტაცეს და დამამცირებელი ქმედების ვიდეო გადაუღეს. დამნაშავეებმა ასაკიან კაცს პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედების შესრულება აიძულა, გადაუღეს ვიდეო და ამ ვიდეოს გავრცელების მუქარით თანხა გამოსძალეს. დამნაშავეებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, სასამართლომ კი შუამდგომლობის საფუძველზე ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

“ტობავარჩხილის ტბა” სამეგრელოს ბუნების ულამაზეს წალკოტში მდებარეობს. ეს ეკანასკნელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ეკუთვნის. ჩვენი სტატიის გიდი და მიწიერი სამოთხის გზამკვლევი სამოქალაქო აქტივისტი და ადგილობრივი სამთო გიდი ლევან გობეჩიაა, რომელიც ვრცლად მოგვიყვება ტობავარჩხილის ტბის ადგილმდებარეობაზე, მის უნიკალურობაზე და მოგვაწვდის ყველა იმ საჭირო ინფორმაციას რაც მომავალი ვიზიტორების ახალი თავგადასავლებისთვის იქნება საჭირო.

“ტობავარჩხილი” იგივე “ვერცხლის ტბა” სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ადგილმდებარეობა ეგრისის ქედის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთაა, რომლის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 3226 მეტრია. სწორედ ამ ქედის ძირში, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს ეს უნიკალური სანახაობა. ტბის ზედაპირის ფართობი 4 ჰექტარია. მაქსიმალური სიღრმე კი 35 მეტრი. ტბა თოვლის ნადნობი, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ტბის წყალი მტკნარია, შესაბამისად თევზები არ ბინადრობენ.

ტბიდან გადმოედინება ულამაზესი ჩანჩქერი რომელიც დაახლოებით 60-80მ-ია. აქვე სათავეს იღებს მდინარე მაგანა, რომელიც შემდეგ მდინარე ენგურს უერთდება და შავ ზღვაში ჩაედინება. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს “მაგანას” და “ჯალარას” ხეობა, რომელსაც ერთი ქედი ყოფს. გადაღმა და გადმოღმა კი, ჩანჩქერები ქმნიან ე.წ კასკადებს, რომელიც ზღაპრული და ულამაზესი სანახაობაა. ოდითგანვე ტობავარჩხილს და მის გარშემო ტერიტორიას აქტიურად იყენებენ ადგილობრივი მწყემსები და მონადირეები.

არც თუ ისე დიდიხანია, რაც ტობავარჩხილის ეს ულამაზესი სანახაობა ტურისტულ სანახაობად იქცა. პირველი დიდი ექსპედიცია 2005 წელს ჩატარდა. 2006 წლიდან კი ტურისტულ ზონად იქცა და ვიზიტორების დიდი ნაკადი წამოვიდა. მათ შორის იყვნენ ებრაელები, ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე გერმანელები და ჰოლანდიელები.

სეზონი 15 ივნისიდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. სხვა დროს ამ მისტიური სამყაროს მონახულება, მისი რელიეფური და კლიმატური პირობების გამო შესაძლებელი არ არის. რადგან ტერიტორია ალპინისტურ ზონაში გადადის, რაც დამატებით ხიბლს და მისტიურობას სძენს. სწორედ ამიტომ 3 თვიანი სეზონის გარდა სხვა პერიოდში იქ ასვლა ფიზიკურად შეუძლებელი და სარისკოა.

სტუმარს ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელად და მანამდე მის გარშემო ტერიტორიების დასათვალიერებლად 3 ღამე და 4 დღე სჭირდება, როგორც სამანქანო ასევე საფეხმავლო გზებით. მეოთხე დღეს შესაძლებელია საწყის ლოკაციაზე დაბრუნება. 4 დღის მანძილზე ტურისტს არაერთი ხეობის მონახულება უწევს, გზად კი რამდენიმე ტბა და ჩანჩქერი ხვდება. ტურში, ასევე შესაძლებელია მწყემსების ქოხებში სტუმრობა და ულამაზეს ტერიტორიებზე კარვების განთავსება.

რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე რუსი პროდიუსერის იანა რუდოვსკაიას განცხადებას ეხმაურება სადაც რუდკოვსკაია პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, „მთავარ როლში“ პოსტერს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ მასზე გამოსახული პენელოპა კრუსი ფაქტობრივად თინა კანდელაკია.

“ეს ხუმრობა ძალიან მოეწონა როგორც პროპაგანდისტი, რუსეთს ყველგან ვასახელებ, არ გამოტოვოთ პრემიერა”– ამბობს თინა  კანდელაკი.

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვა მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპანიას გამოეხმაურა „რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით მეტია აგრესია. მშვიდად იცხოვრეთ, ვერსად მნახავთ“ – წერს სოციალურ ქსელში

მომღერალი ახლა ისრაელში იმყოფება. საქმე ეხება სატელევიზიო ცენტრ „ოსტანკინოს“ ფასადზე განთავსებულ წარწერას, სადაც ალა პუგაჩოვას შეურაცხყოფა მიაყენეს. ,,ყველას ყელში ამოგვიხვედი, წადი აქედან” –  ეწერა ფასადზე.

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ხორბალი ომის იარაღად არ უნდა გამოიყენონ და მის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნას ითხოვს.

მისი თქმით, „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს უკრაინის პორტებში არსებულ ვითარებას.

„მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია ხორბლის ექსპორტზე, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბ ქვეყნებში. გულწრფელად მოგმართავთ, ყველა ძალისხმევა გამოიყენოთ ამ საკითხის გადასაჭრელად, ადამიანის საყოველთაო უფლებების უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს“, – განაცხადა რომის პაპმა.

„რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მომტანი ხელშეკრულებების ხელმოწერისთვის,“ – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

მისი თქმით, საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს.

ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. საჭიროა დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ვიმეორებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებების ხელმოწერისთვის, რომელიც შეაჩერებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ვერ ვხედავთ კიევის მხრიდან მსგავს რეაქციას“, – აღნიშნა ვალენტინა მატვიენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს.

„სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს.“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდებიან, ამ მნიშვნელოვან საფეხურს ახლა მიაღწიონ, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყანას და ევროკავშირს ეხება, თუმცა აშშ მხარს უჭერს მათ.

„აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ამ სამი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვდგავართ ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სამხედროებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ.

„ჩვენი დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმიას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს აღჭურვილობისა და რიცხოვნობის მხრივ“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

სააგენტოები Reuters-ი და AFP აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS M142-ს, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე. სწორედ ამ მაღალი მობილურობის საარტილერიო სისტემებს გაუგზავნის შეერთებული შტატები უკრაინას.

ამასთან, როგორც სააგენტო AFP იუწყება, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის მხოლოდ ისეთ ჭურვებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა ექნება რუსულ რეაქტიულ სისტემა Смерч-ზე, რომლის დაფარვის მანძილი 70 კილომეტრამდეა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ვლადიმერ პუტინის პარტნიორს ყოფილ ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას კანადამ სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა : „ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“

კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე სიტყვით გამოვიდა:

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ გამოსვლისას ახსენა ჩარლი ჩაპლინი და ფილმი „დიდი დიქტატორი“, ფრენსის ფორდ კოპოლას სურათი „აპოკალიფსი ახლა“. მან დიქტატორებისა და ომების პარალელი გაავლო უკრაინის დღევანდელობასთან.

მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო. დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი დამარცხდება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ. დიდება უკრაინას“, „ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომელიც დაამტკიცებს, რომ კინო არ არის მუნჯი“. – განაცხადა პრეზიდენტმა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის საქართველოს პროკურატურამ დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილმა ქართველმა მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აბუ-დაბიში, ზაიედის მეჩეთში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელი ტრადიციულ სამოსში ჰიჯაბშია გამოწყობილი.

ფოტოებს მისი მიმდევრებისგან არაერთი შეფასება და დადებითი კომენტარი მოყვა.

სოფო ჭყონია ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლონეთში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს:

“გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში‼️

მესამე პრეზიდენტს კლავენ, ოპოზიციური არხის ხელმძღვანელს ციხეში სვამენ!

საზოგადოება ამ დროს მარტო “ვსაუბრობთ” შეწუხებული სახეებით, სოლიდარობის უშედეგო აქტიურობით, ოპოზიცია პარლამენტში საქმიანი სახეებით ისიც უშედეგოდ და გადის დრო თანაც დიდი დრო და ინგრევა ქვეყანა! ტოტალიტარიზმი მალე გადაყლაპავს გამათხოვრებულ, გაღარიბებულ, შეშინებულ ქვეყანას!

ჩვენ მოგვცეს თავისუფლება მაგრამ არავინ არ გვასწავლა, რას ნიშნავს თავისუფლება და თავისუფლებაში ცხოვრება.

თურმე უკრაინელებისგან განსხვავებით ჩვენ ახსნა გვჭირდება რა არის თავდადება, ქვეყნის სიყვარული, თავგანწირვა და გმირობა”, – წერს სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში.

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი „მარტო პაპას“ გარდაცვალების შემდეგ, ემოციურ პოსტს და პაპის ბოლო საღამოს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“მარტო პაპას” საზოგადოება კარგად ცნობდა, რადგან მომღერალი საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთ საინტერესო და სახალისო ვიდეოს აქვეყნებდა თავის პაპას მონაწილეობით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პაპა ინსულტის დიაგნოზით, გორის საავადმყოფოში მკურნალობდა. ინფორმაცია მომღერალმა საკუთარ ვიდეო მიმართვაში გაავრცელა: ”ყველაფერს აქვს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და დასასრული. სავარაუდოდ, ჩემი მარტოპაპა მიდის დასასრულისკენ. ერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ კარგი ცხოვრება ჰქონდა, ასე თუ ისე, ნახა ძალიან ბევრი კარგი, ბევრი ცუდი…“

რამდენიმე საათის წინ კი მომღერალმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია – “მარტო პაპას” გარდაცვალება და პაპის ბოლო საღამოს გადაღებული ფოტო პოსტის სახით გამოაქვეყნა:

„ეს ფოტო გუშინ გადავიღე ბაღში ვიჯექი ბალახზე, ვფიქრობდი მზე ჩადის და ალბათ, ბოლო მზის ჩასვლაა იმ განცდით, რომ პაპა სადღაც მაინც ცოცხალია. მართალი აღმოვჩნდი, ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის.
ახლაც ზუსტად ის დროა, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა სადღაც ცოცხალი აღარ არის…
პაპი სადაც ხარ იქაც იხუმრე და იოხუნჯე, შუადღეს ყავა დალიე და საღამოს ტელევიზორს უყურე იქნებ მეც გამოვჩნდე“