რამოდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში, მოქალაქემ იპოვა დასუსტებული ბატკანძერი (Gypaetus barbatus) რომელსაც ფრენა არ შეეძლო. მან თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo-ს მიმართა, რის შემდეგაც ფაქტი მიეწოდა გარემოსდაცვითი ზედამხელველობის დეპარტამენტს. ზედამხედველობის თანამშრომლებმა ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ფრინველი გადაიყვანეს თბილისის ზოოპარკში.ზოოპარკში მიყვანის პირველი დღეების შემდეგ, რის მერეც ფრინველი დამშვიდდა და მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ნაკლებად სტრესული და სახიფათო გახდა, ზოოპარკის თანამშრომლები და “ბუნების კონსერვაცია საქართველოს” გუნდის სხვა წევრები ეწვივნენ ვეტერინარულ კლინიკა Vetex – ვეტექსი-ს.







აღმოჩნდა რომ ბატკანძერს გადაყლაპული ჰქონდა საკანცელარიო დანა რისთვისაც საჭირო გახდა საკმაოდ რთული და ამბიციური ოპერაციის ჩატარება, რომელსაც ვეტექსის გუნდი საოცარი გამოცდილებით გაუმკლავდა.ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.


შეგახსენებთ, რომ ბატკანძერს გლობალურად საფრთხესთან მიხლოებულის (Near threatened) სტატუსი აქვს.ვიმოდევნებთ, ფრინველი სარეაბილიტაციო კურსსაც წარმატებით გაივლის და სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება ველურ ბუნებას.ამ საქმეზე კი თბილისის ზოოპარკი და მისი თანამშრომლები იზრუნებენ. გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯებს მთლიანად დაფარავს ორგანიზაცია – ბუნების კონსერვაცია საქართველო.