ბელარუსში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო

ბელარუსში, ბრესტის ტერიტორიაზე რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.
რუსული დელეგაცია მოლაპარაკებების ადგილზე გასულ ღამეს ჩავიდა. რუსული მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ წინადადებების ბლოკი სამ ნაწილად იყოფა: სამხედრო-ტექნიკური ასპექტი, ჰუმანიტარულ-საერთაშორისო და პოლიტიკური ნაწილები.