ბლინკენი: თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება, პასუხს აგებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის შემთხვევაში ჩინეთი პასუხს აგებს.

„ჩვენ ისევ მოვუწოდებთ ყველა ერს, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვთ რუსეთზე, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ბერკეტი, რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად რუსეთმა აირჩია.

ჩინეთი პასუხისმგებელია გამოიყენოს ის გავლენა, რომელიც პრეზიდენტ პუტინზე აქვს და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები.

ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ჩინეთი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს – ის უარს აცხადებს აგრესიის დაგმობაზე და ცდილობს, თავი ნეიტრალურ არბიტრად წარმოაჩინოს.

ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას და უკრაინაში გამოსაყენებლად იარაღის გაგზავნას.

პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერ ნებისმიერ ქმედებაზე ჩინეთი პასუხს აგებს და აშშ მოქმედებას არ დააყოვნებს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.