ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია – ახალი ინიციატივა პრეზიდენტს და მოლაპარაკებები ათონელის რეზიდენციაში

პოლიტიკური ამნისტია, რომელიც 2003 – 2021 წლამდე პერიოდზე გავრცელდება და ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, ქართულ ოცნებას ექნება გარანტია, რომ პოლიტიკური დევნის მსხვეპლი არ გახდება- ინიციატივა, ამნისტიის შესახებ დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ხელმძღვანელმა, პრეზიდენტთან განიხილა.

ეკა გიგაური ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე დეტალურად მსჯელობენ, პოლიტიკური ამნისტია კი ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საფუძველი გახდება.