უკრაინა-ნატო vs რუსეთი

უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის საჯარისო ნაწილების  მობილიზებისა და დაძაბული საომარი ვითარების ფონზე, ბაიდენსა და პუტინს შორის სატელოფონო საუბარი შედგა. 2 საათიანი საუბრის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ საკმაოდ დადებითი გზავნილები გააკეთა ნატოს და უკრაინის შესახებ.

მომდევნო დღეს პრეზიდენტ ბაიდენს საუბარი ჰქონდა ევროპის 9 მოკავიშირესთან უკრაინაში არსებულ ვითარებასა და სიატუაციდაან გამოსავლის პოვნაზე. 

10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაიდენმა მინიშნება გააკეთა დონბასის შესაძლო ავტონომიაზე. ამ მინიშნებას ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოყვა პოლონეთის უკრაინის და ბალტიის ქვეყნების მხრიდან. რის შედეგადაც სატელეფონო საუბარი შედგა ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ამერიკა დგას უკრაინის გვერდით და მოამზადებს სანქციების პაკეტს.  პაკეტის ხსენებამ და შიშებმა ახალ ეკონომიკურ სანქციებზე, ძლიერი მოკლე ვადიანი დარტყმა მიაყენა რუსულ საფონდო ბირჟებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული გასაყიდი აქციების რაოდენობა და შემცირდა საინვესტიციო დაინტერესება.

ამ ყველაფრის განსამუხტად რუსეთმა განაცხადა, რომ ის ახდენს მისი საკუთარი არმიის საკუთარ ტერიტორიაზე როტაციას. არაფერი კავშირი არ აქვს უკრაინასთნ, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული სიტუაციის განსახილველად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავენ. თუ როდის არის მოსალოდნელი ასეთი პირდაპირი კონტაქტი დიმიტრი პესკოვს არ დაუზუსტებია, მან თქვა მხოლოდ, რომ მანამდე უკრაინაზე საგნობრივი საუბარი მათ ნდობით აღჭურვილ პირებს შორის გაიმართება.