მიმდინარე წლის 10 თვეში 11,2 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია იქნა მოხმარებული საქართველოს მასშტაბით. რაც წინა ანალოგიურ წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
დღესითვის ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი და პირდაპირი მომხმარებლები გახლავთ, ქვემოთ ჩამოთლილი კომპანიები. „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 739,0 მლნ კვტსთ. „ბი ეფ დი ესი” – 355,1 მლნ კვტსთ. „ჯორჯიან მანგანეზი” – 307,3 მლნ კვტსთ. „რუსთავის აზოტი” – 205,8 მლნ კვტსთ.„ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 168,2 მლნ კვტსთ.

„ბი ეფ დი სი”, რომლის ყოფილი თუ ამჟამინდელი მესაკუთრე, ბიძინა ივანიშვილია, მდებარეობს ქალაქ გორში, მოსკოვის ქუჩა ნომერ ერთში. აღნიშნულ მისამართზე, მაინინგის ქარხანაში, რეესტრის მონაცემებით კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიაა რეგისტირებული.
ბოლო კვლევებით აღნიშნული კომპანია მოიხმარს უფრო მეტ ელექტროენერიას, ვიდრე საქართველოს რკინიგზა და თბილისის მეტროპოლიტენი ერთად აღებული.
საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებულ ოთხ ბიტკოინმომპოვებელ კომპანიას მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მიეწოდა 425,8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. ეს მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე მათ მიერ შარშან შესაბამის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგია, მაგრამ ნაკლებია 2019 წლის მოხმარებასთან შედარებით (622,5 მლნ კვტსთ).

2015-2021 წლის ელექტროენერგიის მოხმარების დიაგრამა საქართველოს მასშტაბით.
კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიების როლი, საქართველოს ეკონომიკაში თითქმის ნულოვანია. დასაქმებულია რამდენიმე ათეული ადამიანი და განთავისუფლებული არიან ყოველგვარი გადასახადისგან, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. უფასოდ ფლობენ მიწებს და მათი შენატანი, ქვეყნის ბიუჯეტში იმაზე ნაკლებია, ვიდრე თბილისში მდებარე “მაკდონალდსის” ტიპის ერთი ან ორი რესტორნის.
.
ელექტროენერგია მათ მიეწოდებათ შეღავათიან ფასად. (არ იხდიან დღგ-ს). ელექტროენერგიით მათ მოსამარაგებლად გვაქვს ორი გზა. განვახორციელოთ ძვირადღირებული იმპორტი, რაც იწვევს ვალუტის გადინებას ან უნდა ავაშენოთ ახალი სიმძლავრეები. ავაშენოთ რისთვის, რომ ვკვებოთ ბი-ეფ-დი-სის მსგავსი ენერგოვამპირები? ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად Საჭიროა, მეტი ყურადღების გამახვილება მთავრობის მხრიდან. მოსახლეობასთან და მსავსი სიდიდის საწარმოებთან, თანასწორ უფლებიანი გარემოს შექმნა. ყველაფერი ამისთვის საჭიროა, მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო ცვლილება.