რა შეიძლება ამას დავარქვათ, არის გამოთქმა – ღრეობაა შავი ჭირის დროსო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კლუბ ბასიანის დაჯარიმებას ეხმაურება.“რა კომენტარი შეიძლება ახლა გავაკეთო? რა შეიძლება ამას დავარქვათ? არის გამოთქმა ხო? ღრეობაა, შავი ჭირის დროსო…

შედარება ახლა ძალიან ძნელია,ჩემი თაობის ხალხი ახლა კლუბებში არ დადის, მაგრამ ვყოფილვარ ხოლმე ერთი–ორჯერ, საქართველოში არა სამწუხაროდ, მაგრამ შედარება ამისი ვთქვათ რესტორანთან… იქ მაგიდებია, დისტანციით ადამიანები… სხვადასხვა… ანუ ერთი კლასტერი ცალკე ზის, მეორე ცალკე და კლუბის სიტუაცია, ახლა საქართველო მთვარეზე ხო არ არის არა? ევროპაში ყველგან დახურულია. მე მართლა არ მესმის, მე მესმის კი, რომ ძალიან მძიმეა იგივე კლუბების მეპატრონეებისათვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფინანსური ზარალია, რამდენადაც ვიცი შარშან მაგათ მერიამ აუნაზღაურა, რაღაც კომპენსაციაც იყო.

არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. მიმდინარეობდა მუშაობა. შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ რა პირობები უნდა ყოფილიყო, რომ დაეწყო ვთქვათ მუშაობა. მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ არავის არ უთქვია, რომ თქვენ გაიხსნებით. მიმდინარეობდა მუშაობა, მაგრამ გამოჩდა ომიკრონი, სულ ორი კვირაა რაც გამოჩნდა, კარგით მართლა, რა ღონისძიებები. მართლა ცოტა ხო უნდა იყოს ადამიანი… ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ. მე მესმის მათი, ბიზნეს ინტერესები. ძალიან კარგად მესმის, მე ვიცი, რომ დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში რომ რაღაც ტარდება ღონისძიება? ხალხი რომ გარეთ არის და დახურულ სივრცეში. ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან თუ რა, მინიმუმ 2000 კაცი რომ დახურულ სივრცეში ერთად ცეკვავს, კარგით რა” – ამბობს პაატა იმნაძე რუსთავი ორის ეთერში.

აქვე შეგახსენებთ რომ დღეს კლუბი ბასიანი შრომის ინსპექციამ დალუქა.