,,ბიბისის“ ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის ძალები კიევს ხუთი კილომეტრით მიუახლოვდნენ. პენტაგონის თქმით, ქალაქი ჩერნიჰივი იზოლირებულია.
რუსეთის სამხედრო დაჯგუფება, რომელიც უკრაინის დედაქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან უახლოვდება, კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრშია, ხოლო კოლონა, რომელიც ჩრდილო-აღმოსაველეთიდან მოძრაობს, 40 კილომეტრშია გაჩერებული.