ბრიტანეთი უკრაინას ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზეც დაეხმარება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზეც დაეხმარება.


მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას და არაფერზე დაიხევს უკან, რათა ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.


„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის დღის მეორე ნახევარში, რათა განმემარტა, თუ როგორ ვიმუშავებ უკრაინის ინტერესების წინსვლაზე ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე ამ კვირაში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაზრდას ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.