ჩერნიგოვში ელექტროენერგია, გაზი, წყალი და გათბობა არ არის

ჩერნიგოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში ელექტროენერგია, გაზი, წყალი და გათბობა არ არის.


„იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ძალიან ბევრი დაჭრილი. მტერი ახორციელებს დარტყმებს იქ, სადაც არასდროს ყოფილან სამხედროები. მტერმა მიიტანა იერიში სასტუმრო „უკრაინაზე“. სასტუმრო აღარ არსებობს, მაგრამ უკრაინა დარჩა“, – აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი.