ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

ჩინეთმა უარი თქვა რუსულ ავიახაზებს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები მიაწოდოს.


როსავიაციის წარმომადგენელი ვალერი კუდინოვი ამბობს, რომ თვითმფრინავების ნაწილებისთვის რუსეთი სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს თურქეთსა და ინდოეთში. რუსეთმა უარი მიიღო Boeing-ის და Airbus-ისგან.


უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის საავიაციო სექტორს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.