კოკა-კოლა რუსეთში საქმიანობას წყვეტს

კოკა-კოლა რუსეთში საქმიანობას აჩერებს.

„ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში არაკეთილსინდისერი შეჭრის შედეგებს განიცდიან”. – აცხადებს კომპანია.


რუსეთში ყველა სახის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა კომპანია „სტარბაქსმა“. 850-ივე რესტორანს ხურავს „მაკდონალდსი“. გამაგრილებელ სასმელებს აღარ გაყიდის პეპსი. დაიხურა KCF-ის რესტორნები.


8 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ბიზნესს აჩერებენ Ferrari, Lamborghini, L’Oreal, Rolex და სხვა მსხვილი კომპანიები.