დაბეჩავებული საქართველო თუ კონტინენტის ფიგურა “დედოფალი” ანუ “ლაზი ერი

ახალი კავშირი ბრიტანეთი-პოლონეთი- უკრაინა ეს მხოლოდ საწყისი მონახაზია თუ როგორი იქნება კონტინენტის მომავალი გეოპოლიტიკური სურათი. ამ კავშირში საქართველოს როლზე და მომავალზე ანალიზის სახით მიმართვას აკეთებს ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის დამფუძნბელი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თეიმურაზ ზაქრაძე.

“გამოგიტყდებით, ნამდვილად არ ვიცი როგორ და ხერხით უნდა დავარწმუნო, დღევანდელი სრული უიმედობის, უუფლებობის და სიღატაკის ფონზე, ქართული საზოგადოება რომ ჩვენი სამშობლო ყველაზე პერსპექტიული სახელმწიფოა ევრაზიულ კონტინენტზე.

ბევრად მეტიც, ხუთი საუკუნით მივიწყებული მსოფლიოს მიერ და აქედან ორ საუკუნეზე მეტი მონობაში მყოფი ქართული ქვეყანა სულაც დომინანტური, კონტინენტის პოლუსი ქვეყანა გახდება.

ის კი არა რომ “უნდა გახდეს”, არა, ცალსახად და უპირობოდ გახდება დომინანტი გეოპოლიტიკური ლიდერი სახელმწიფო სამართლიანი და კანონიერი მოწყობით.

ეს გარდაუვალია და წინასწარ განპირობებულია თავად გეოპოლიტიკური სტატუსით, რომელსაც განაპირობებს კონტინენტის ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი აბრეშუმის გზა.

თუმცა საზოგადოებაზე მეტად დასარწმუნებლია ის მცირერიცხოვანი ქართული ოლიგარქიული კლასი, რომელიც რეალურად ფლობს და მართავს ამ ყოვლად უგვანო მათხოვრულ პოლიტიკას როგორც შიგნით ისე გარეთ. ბატონო ოლიგარქებო არ მოგეცემათ ერთი შანსიც კი უსამართლოდ და უკანონოდ რომ ფლობდეთ ქვეყანას და მდიდრდებოდეთ ხალხის ხარჯზე.ესეც გეოპოლიტიკურად გამორიცხული ამბავია და რაც მალე მიხვდებით მით უკეთესი თქვენთვისვე.

ახლა კი კარგად დააკვირდით ამ რუკას.აი რატომ მოხდა ბრექსიტი.ახალი კავშირი ბრიტანეთი-პოლონეთი- უკრაინა ეს მხოლოდ საწყისი მონახაზია თუ როგორი იქნება კონტინენტის მომავალი გეოპოლიტიკური სურათი.ახალ კავშირს აუცილებლად შეუერთდება ბალტიის ქვეყნები და კავკასია.

მაგვარი უკვე არსებობდა რეჩპოსპოლიტას სახით, მაგრამ მაშინ აღმოსავლეთ ევროპას მოსკოვი დაეპატრონა.

ამჯერად აღმოსავლეთ ევროპა სრულად ჩაანაცვლებს რუსეთის ფედერაციას და ხდება მთავარი შუამავალი ევროპა აზიის ურთიერთობებში.როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, ლონდონმა ევროკავშირიდან გასვლით დაიბრუნა კონტინენტის გეოპოლიტიკური “მეფის” სტატუსი და გადმოინაცვლა აღმოსავლეთ ევროპისკენ.

ამ განლაგებაში ვარშავა არის ფიგურა “ოფიცერი”. პაიკი უკრაინა ხდება მძლავრი ფიგურა “ეტლი” და ასევე პაიკი, ჯერ სრულიად დაბეჩავებული საქართველო ხდება კონტინენტის ფიგურა “დედოფალი” ანუ “ლაზი ერი”.

ამასობაში ჩინეთს შუა აზია და ავღანეთი გამოჰყავს მოსკოვის გავლენების სფეროდან და იწყება მათი ინტეგრირება ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში.

ქართველი ხალხის დარწმუნება არ მჭირდება. ხალხს ბევრად უკეთ ესმის საქართველოს როლი დანიშნულება და მისია. ზვიადის ეროვნული იდეოლოგია არსად გამქრალა.მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ამიტომ ქართველ ხალხს მკაფიოდ უნდა ევროპა და ნატო.

ჰოდა დაუჯერეთ ქართველ ხალხს ოლიგარქებო ამა ქვეყნისა. დაუჯერეთ სანამ წაგლეკავენ, თავი გადაირჩინეთ. გააკეთებინეთ პოლიტიკოსებს საჭირო რეფორმები და კანონები, სრულფასოვანი რეალურად დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა და სამართლიანი წყობილება რომ გვქონდეს.გონს მოეგეთ დროულად და ხალხს დაუჯერეთ. თორემ ამ რუკაზე წითელ ფერში დახატულ ქვეყანას ხომ ხედავთ? ის ქვეყანა სულ აღარ იქნება ამ რუკაზე, მერე კი გასაქცევი არსად გექნებათ და ოხრად დაგრჩებათ მოპარული და ნაძარცვი ქონებები.