ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომელი, ერთ-ერთ ქართულ მედია სააგენტოს სიცრუეში ადანაშაულებს და სიუჟეტის საპირწონედ ფაქტები მოჰყავს მისი ქონების შესახებ. გთავაზობთ მის განცხადებას:-მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც აგებულია სრულ სიცრუეზე და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.სიუჟეტი ეხება ჩემი და ჩემი მეუღლის საერთო ქონებას, მათ შორის, მშენებარე სახლს ტაბახმელაში (რომელზეც არაერთხელ მოამზადეს სიუჟეტი).
მათი თქმით, მიწა 2020 წელს სიმბოლურ ფასად შევიძინეთ და ამაში ჩემი თანამდებობა დამეხმარა.სინამდვილეში: მიწა შევიძინეთ 2017 წელს; მიწის შეძენის დროს არ ვიყავი გამგებელი და არ მეკავა რაიმე თანამდებობა; ჩვენს მიერ მიწაში გადახდილი თანხა აბსოლუტურად რელევანტურია იმ დროინდელ საბაზრო ღირებულებასთან.
რაც შეეხება აღნიშნულ ორ ბინას: მე და ჩემი მეუღლე ვფლობთ ორ ბინას თბილისში. ერთ-ერთი მათგანი მაჩუქეს ჩემმა მშობლებმა 2015 წელს(რომელიც თავად იყიდეს 2009 წელს). ხოლო, მეორე ბინა 2017 წელს შევიძინეთ, ნაძალადევის რაიონში გაყიდული ბინის სანაცვლოდ.რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღნიშნულია ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში. თუმცა, მათ სიმართლე არ აინტერესებთ, რადგან ცილისწამებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულნი.