პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“ სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ დეპუტატობის დროს მას ფარულად უღებდნენ. გადაცემა „რეაქციაში“ მან გაიხსენა ფაქტები და ვრცლად ისაუბრა.
„2015 წელს პარლამენტში შემოვიდა ლუკა კურტანიძე. მე ის ჩემს სხლში დავპატიჟე. ეს სახლი, როგორც ყველა დეპუტატს, მეც მიქირავა სახელმწიფომ. სახლს ორი საძინებელი ჰქონდა. უცბად ლუკა მეძახის, მივედი და მაჩვენა, რომ იმ საძინებელში, სადაც ის დავაწვინე ვიდეო-კამერა იყო დამონტაჟებული. მეორე ვიდეო-კამერა ჩემს საძინებელში ვიპოვეთ“, _ განაცხადა ჯაჭვლიანმა.
ჯაჭვლიანი ამბობს, რომ პარტიის სახელს გაუფრთხილდა და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ გააკეთა. მისი თქმით, ამის შესახებ მან და კურტანიძემ ირაკლი სესიაშვილს უთხრეს, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
სოსო ჯაჭვლიანი არ გამორიცხავს, რომ კამერები სხვა დეპუტატების სახლებშიც იყო დამონტაჟებული.