დღეს ანკარაში ერდოღანისა და შოლცის შეხვედრა გაიმართება

,,როიტერის“ ცნობით, დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან.
ლიდერების საუბრის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომი იქნება.


„ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, შეხვედრა ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია თურქეთში.