დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება

დღეს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. უკრაინული მხარის ცნობით, მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.


„მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით, მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც შესაძლოა გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოსაწერ დოკუმენტებში“, – აცხადებს რუსეთის დელეგაციის წევრი, ლეონიდ სლუცკი.


იგეგმება პირველი პირების შეხვედრაც. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო მოლაპარაკებისას, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.