ძალიან მალე მართლა ჩაბნელდება ქვეყანა-პეტრე კოლხი

საქართველოს მთავრობა, განა რამდენს უხდით თქვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისევ თქვენ გემსახურებათ, რომ ხელფასი და კიდევ დამატებითი თუ რამე არსებობს, კუმუნალურებში წავიდეს…არ ვიცი ჩვენს ხალხს რა გამოაფხიზლებს, მაგრამ იქნებ გადასახადებმა მაინც გამოაფხიზლოს…ამის იქით კიდევ რა უნდა მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ ისიც არ ვიცი…ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გაინტერესებთ როგორ გადაიტანენ ამ სირთულეებს ისედაც დამშეული ადამიანები…სიცოცხლით და სინათლით სავსე ქალაქის რა გითხრათ, მაგრამ ძალიან მალე მართლა ჩაბნელდება ქვეყანა, იმხელა გადასახადები მოვიდა…ეს არის უსინდისობა და უსირცხვილობა…

ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა…სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია…ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ… ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები-ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები…რაში ერყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს…მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა…ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!…იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!..