ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა

ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. იგი უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს და ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტალისა და მედიცინის სკოლის პროექტებს უხელმძღვანელებს.


ტიკარაძე 2019-2021 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2015–2019 წლებში კი გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“.