ინგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ 420 მეტრს მიაღწია. როგორც ინგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, ჰიდროელექტროსადგური წყალსაცავში წყლის ყოველდღიური შემოდინების მოცულობის გათვალისწინებით მუშაობს. „რუსეთიდან აფხაზეთში” ელექტროენერგიის შემოტანის შემდეგ ვმუშაობთ წყლის შემოდინებაზე, ანუ რამდენი წყალი შემოდის წყალსაცავში, იმდენს ვაწარმოებთ ელექტროენერგიას. ახლა წყლის შემოდინება არის დაახლოებით 40 კუბური მეტრი, რაც გვაძლევს დაახლოებით გამომუშავების საშუალებას. დღეში 2,5-3 მლნ კილოვატსათი, გადადინებამდე 9,5-დან 10 მილიონ კილოვატ საათამდე იყო. ენერგეტიკოსმა განმარტა, რომ ზამთრის პერიოდისთვის წყლის ასეთი მოცულობის შემოდინება ცუდი არ არის, მაგრამ თუ ჯვრის წყალსაცავში დონე 414-415 მეტრამდე დაეცემა, მაშინ დიდი ალბათობით ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა უნდა შეწყდეს.
•