ეროვნული ბანკის განცხადება

სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას. ჩვენი, როგორც ნებისმიერი საბანკო ზედამხედველის მიზანი არის ბანკის მეანაბრეების ინტერესების დაცვა და ჩვენი ქმედებები ამას და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.

დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისათვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას.

ეროვნული ბანკი ეტაპობრივად გაგაცნობთ ინფორმაციას ქართულ საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ.