“ერთად ვიშიმშილოთ” – სააკაშვილი ზურაბიშვილს

სააკაშვილმა პროცესზე თქვა, რომ მას საზღვრის გადმოკვეთას ედავებიან, ზურაბიშვილს კი გადაკვეთას, ამიტომაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზურაბიშვილს მიმართავს, რომ მე-12 დაწესებულებაში ელოდება და შეუძლიათ ერთად იშიმშილონ.


“მე მინდა, ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი, მას ედავებიან, თუ რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ 1-2 ასეთი წასცდა… მე რამდენადაც ვიცი, ირანული ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს მირტყმული 11-წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა და ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი”, – თქვა სააკაშვილმა.