ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადი მოლდოვასაც შეაქვს

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი უკრაინისა და საქართველოს შემდეგ, მოლდოვასაც შეაქვს. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.


“30 წელი დასჭირდა მოლდოვას, რომ მომწიფებულიყო, ახლა, ქვეყანა მზადაა, საკუთარ მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა”, – თქვა მაია სანდუმ.


დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მოაწერა ხელი გაწევრიანების განაცხადს.


“დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, რაც აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული”, – თქვა ღარიბაშვილმა.