ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა.


კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის შენობასთან შეკრებილ უკრაინელებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ მიმართა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა, რის შემდეგაც უკრაინის ჰიმნი გაისმა.


მანამდე კი, დღეს ბრიუსელში მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციაზე.