ევროვიზია 2022

2022 წელს საქართველოს მუსიკალურ კონკურსზე ჯგუფი „ცირკუს-მირკუსი“ წარადგენს.
ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების სიმღერა და ვიდეოკლიპი მზად არის.


კლიპის პრემიერა 10 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გეგმა შეიცვალა. ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, „ევროვიზიაზე“ შესასრულებელ სიმღერას მაყურებელი შავ ფონზე მოისმენს. მუსიკალურ კონკურსს წელს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს.