Facebook-ზე რუსებსა და პუტინზე სიძულვილის ენა დროებით დაშვებულია

Facebook და Instagram ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს დროებით მისცემს შესაძლებლობას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცემის მიმართ, უკრაინაში შეჭრის გამო.


კომპანია, რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში ადაუშვებს ისეთ პოსტებსაც, რომელიც გამოხატავს ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას.


“უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა “სიკვდილი რუს დამპყრობლებს”. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვუშვებთ მოწოდებებს ძალადობისკენ რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ” – ნათქვამია “მეტას” სპიკერის განცხადებაში.