გამკაცრებული რეგულაციები კაზინოებისთვის

1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. აიკრძალა რეკლამები და 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებსა და საჯარო მოხელეებს ონლაინ კაზინოებზე წვდომა შეეზღუდათ.


აღნიშნულთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა სოცალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ რეგულაციები ისევ და ისევ საზოგადოების სასიკეთოდ დაწესდა.


,,ონლაინ კაზინოები ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. უამრავი ადამიანი – არასრულწლოვანი, ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ დამოკიდებულნი ონლაინ თამაშებზე. ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობის ფული – 1,5 მილიარდი ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში.


1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. დღეიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით ვეღარ ისარგებლებენ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი პირები, საჯარო მოხელეები და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები. ჯამში შეზღუდვები 1 მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.”- აღნიშნულია განცხადებაში.