გერმანია გაზის შეძენას რუსეთის ნაცვლად ყატარისგან გეგმავს

გერმანული გამოცემა Tagesspiegel-ის ცნობით, გერმანია გაზის შეძენას რუსეთის ნაცვლად ყატარისგან გეგმავს, ამიტომაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ხაბეკი კვირას დოჰას ესტუმრა.


ეკონომიკის მინისტრმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, გრძელვადიანი ენერგოთანამშრომლობის გაფორმების შესახებ და „ეს ნაბიჯი „უპუტინო“ გაზის ხანგრძლივ გზაზე “ გადასვლის მომასწავლებელია.


„წელს რუსული გაზი ჯერ კიდევ გვჭირდება, მაგრამ არა მომავალ წელს. ყველაფერი ასე იწყება, ამიტომ ვისაც ყურები აქვს, უნდა მოგვისმინოს“ – ასე მიმართა რობერტ ხაბეკმა ვლადიმერ პუტინს.

კომპანიებმა ყატარის მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.