გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია არ გაგზავნის უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს.


მისი თქმით, გერმანიამ უკრაინას გაუწია ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა ომი არ უნდა შეეხოს ნატო-ს საზღვრებს.


„ჩვენ მივაწოდეთ ყველა სახის თავდაცვითი აღჭურვილობა და გავაგზავნეთ იარაღი, რომლის თაობაზეც ვსაუბრობდით, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, კონკრეტულად რას ვაკეთებთ და ცხადია, სამხედრო თვითმფრინავები ამის ნაწილი არ არის“,- აღნიშნა შოლცმა.