გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურაზე უარს ამბობს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ“, – განაცხადა კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირში 27 ქვეყნაა ამიტომაც რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემაც განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება.