ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს და რამდენიმე დღიანი გაუფასურება საქართველოში შექმნილმა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა გამოიწვია.
,,დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის სწორი ფინანსური პოლიტიკის შედეგად, ლარი გამყარებას უახლოეს პერიოდშიც გააგრძელებს და 3 ლარიან ნიშნულს კვლავ ჩამოცდება. უკრაინაში ომის დაწყებამდე ლარის კურსი 2.90-იან ნიშნულამდე იყო ჩამოსული, ხოლო მისი რამდენიმე დღიანი გაუფასურება რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და საქართველოში შექმნილმა ხელოვნურმა აჟიოტაჟმა გამოიწვია.”- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.