პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილიმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსი აგენტების შემოსვლა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.
მისი თქმით, ზღვარი ქსენოფობიასა და პატრიოტიზმს შორის ადამიანობაზე გადის და რუსების შემოსვლა მაშინ იქნება საგანგაშო თუ ეს ქართულ ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის.
„თუ კი იმ რაოდენობით შემოვლენ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას და პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა, მაშინ რაციონალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ეს ქსენოფობიური განწყობები ძალიან სახიფათოა. საკითხი მაშინ გაჩნდება, თუ იმ მასშტაბით მოაწვებიან, რომ ეს ქართულ ეკონომიკას ან რაიმეს რაციონალურ, განსაზღვრებად და წონად საფრთხეს შეუქმნის. მაშინ ქვეყანა მიიღებს ზომებს. ზღვარი ქსენოფობიასა და პატრიოტიზმს შორის ადამიანობაზე გადის. პირველ რიგში, ადამიანი ხარ და მერე ხარ პატრიოტი. ადამიანობას არ უდნა გადაუხვიო“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.