გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება აჟიოტაჟის შედეგია

ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი სტაბილურია და ლარის გაუფასურება წმინდა ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგია.


„ლარის გაუფასურება და ის, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვუყურებთ, არის წმინდა ხელოვნური აჟიოტაჟის შედეგი. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, მათ შორის იანვრის მონაცემები, ეკონომიკის სარეკორდო 18%-მდე ზრდა, რომელიც რეგიონსა და ევროპაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ გზის მნიშვნელოვანი ატრიბუტია ექსპორტის ძალიან მაღალი ზრდა, 48%-მდე, ასევე 40%-მდე გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი, რაც სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი წყაროა.

რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, უკრაინაში რუსული ინტერვენციის გამო, მიუხედავად ამისა დღეისათვის ყველა მაკროფაქტორი არის სტაბილური და სავალუტო შემოდინებების ყველა მაჩვენებლი გაზრდილია“,- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ